ავტორი:

"დღევანდელი სასამართლო სხდომაც პოლიტიკური ტრიბუნა იქნება სააკაშვილისთვის, რაც მეტს ილაპარაკებს, მით უარესი იქნება მისთვის" - გურამ მაჭარაშვილი

"დღევანდელი სასამართლო სხდომაც პოლიტიკური ტრიბუნა იქნება სააკაშვილისთვის, რაც მეტს ილაპარაკებს, მით უარესი იქნება მისთვის" - გურამ მაჭარაშვილი

"დღევანდელი სასამართლო სხდომაც პოლიტიკური ტრიბუნა იქნება სააკაშვილისთვის, რაც მეტს ილაპარაკებს, მით უარესი იქნება მისთვის" - ნაკლები გვექნება სამტკიცებელი, რატომ არის განსასჯელი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივად გახარჯვას, შესაბამისად, ამას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ კორუფციული საქმე.

"პატიმარ სააკაშვილის გამოსვლებს რაც შეეხება, როგორც წინა სასამართლოზე ვიხილეთ, სავარაუდოდ, ეს სასამართლო სხდომაც იქნება მისთვის პოლიტიკური ტრიბუნა. თუმცა, მიმაჩნია, რომ რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკაზე, მით ნაკლები გვექნება სამტკიცებელი, თუ რატომ არის განსასჯელი ახლა და რატომ გამოიტანა თავის დროზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი. რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკურ საკითხებზე, მით უარესია მისთვის და უკეთესი ჩვენთვის, რადგან ნაკლები გვექნება სამტკიცებელი მის მოღვაწეობაზე, რა დანაშაულები ჩაიდინა და უარესია მისთვის, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩნდება საზოგადოებას,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.