"ერთხელ სალომე ზურაბიშვილს წამოსცდა, წლის ბოლოს ფული დამრჩა და კლარნეტი ვიყიდეო. ახლა, როგორც არამიზნობრივი ხარჯვა, აღიძრას საქმე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ", - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს.
გოცირიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს წარმომადგენლობითი ხარჯები ჰქონდა, რაც სახელმწიფოს ფუნქციის შესასრულებლად არის აუცილებელი.
"ამას მიმართავს ყველა ქვეყანა და თანამდებობის პირი. ერთხელ სალომე ზურაბიშვილს წამოსცდა, წლის ბოლოს ფული დამრჩა და კლარნეტი ვიყიდეო. ახლა როგორც არამიზნობრივი ხარჯვა, აღიძრას საქმე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.
უნდა გასაჯაროვდეს ყველა მსგავსი ხარჯი მაღალი თანამდებობის პირების. ეს აბსურდულია, რისი 9 მილიონი? გუშინ ხელისუფლებამ არასწორად გაფორმებული კონტრაქტის გამო 250 მილიონი ლარი დაკარგა რუსული კომპანიის სასარგებლოდ“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.