ავტორი:

"პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებისთვის და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას ბოტოქსის საქმე?" - გია ვოლსკი

"პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებისთვის და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას ბოტოქსის საქმე?" - გია ვოლსკი

"ოპოზიციას აქვს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ამ საქმეს "პიჯაკების საქმე" დაარქვან, თუმცა პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებისთვის და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას ბოტოქსის საქმე", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე სარკასტული საუბარი არ ღირს, ყველა ხარჯი საჯაროა, საზოგადოებას ინფორმაცია აქვს და სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

"საფრანგეთის ყოფილ პრემიერს მეუღლისთვის დახარჯული 300 ათასი ევროს გამო ხუთი წელი მიუსაჯეს. მთავარია პრინციპი და ამ პრინციპზე სააკაშვილის პოზიცია საკმაოდ სუსტია. ჩვენი გადასახადების გადახდა მასაჟისტისთვის, რომელიც მასაჟს კბილებით აკეთებს, ან შიშველი ქალი, რომელიც თავის სხეულით ხატავს, ეს არის ხარჯები, რომელიც არ შეიძლება, სადაო იყოს, მითუმეტეს, ეს არის საიდუმლო გრიფით წოდებული დოკუმენტები. 150 ათასი არის ნიკა ყიფშიძის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გერმანიაში და ა.შ. ბევრი ხარჯია, რომელიც არანაირ კრიტერიუმს არ შეესაბამება", - განაცხადა ვოლსკიმ.