ავტორი:

"ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა და სინანული ჩემს წინა გამოსვლაში..." -  რა განმარტება გააკეთა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე?

"ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა და სინანული ჩემს წინა გამოსვლაში..." -  რა განმარტება გააკეთა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე?

"მე მოვისმინე კრიტიკა ჩემი წინა გამოსვლის, რომ 2003 წელში ჩარჩენილი ადამიანის გამოსვლა მოვისმინეთო, ქვეყანა, სამწუხაროდ, დააბრუნეს 2003-წელში", - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკუთარ პროცესზე გააკეთა.

ექსპრეზიდენტის თქმით, ის პუტინის პირადი პატიმარია.

"ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა და სინანული ჩემს წინა გამოსვლაში. უზურპატორი ხელისუფლებისგან ეს მოთხოვნა გასაგებია, მათთვის ეს არის ისეთივე სინანულის მოთხოვნა, როგორც სტალინი აკეთებდა - აწყობდა ღია პროცესებს, აღიარებინებდა ბრალს და მერე ყველას ხვრეტდა. იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სასინანულო არ მაქვს, რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, მათთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო. თქვენ იცით რომ ჩემი საპრეზიდენტო ფიცი დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე და დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი" არის პიროვნული და მორალური პასუხისმგებლობების ერთმანეთთან შეწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება და რეფლექსია - ფიქრი იმაზე რა აუნდა ყოფილიყო სხვანაირად. გარწმუნებთ, ეს რეფლექსია მე მაქვს წლებია და ბევრი მაქვს საფიქრალი. მაგრამ აღმაშენებელს "გალობანი სინანულისანი" არ წარმოუთქვამს თურქსელჩუკების წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მეგობრებო, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის და როცა ითხოვთ მეტ სინანულს და ბოდიშს, გაიგეთ რა მდგომარეობაში ვარ", - განაცხადა სააკაშვილმა.