ავტორი:

"როცა გონება დავკარგე, ექიმები თვლიდნენ, რომ 2-3 დღე მქონდა დარჩენილი სიცოცხლის, 7 საათზე მომიწყვეს "შუმოკი", ყვიროდნენ მოვდივართო... " -მიხეილ სააკაშვილი

"როცა გონება დავკარგე, ექიმები თვლიდნენ, რომ 2-3 დღე მქონდა დარჩენილი სიცოცხლის, 7 საათზე მომიწყვეს "შუმოკი", ყვიროდნენ მოვდივართო... " -მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა, საქალაქო სასმართლოში, საკუთარ სასამართლო პროცესზე განმარტა თუ რატომ შეწყვეტა შიმშილობა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ მას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერამ უბიძგა.

"როდესაც გონება დავკარგე და ბრძანება იყო რომ მოვეკალი, ერთადერთი რამაც ეს შეაჩერა, იყო არა სტრასბურგის გადაწყვეტილება, ეს იყო სულ უფრო მეტი ხალხის ნაკადი ქუჩაში და სრული კონსოლიდაცია. როდესაც გონება დავკარგე და მეორე დილას ძალიან ცუდად ვიყავი, ექიმები თვლიდნენ, რომ 2-3 დღე მქონდა დარჩენილი სიცოცხლის, დილის შვიდ საათზე მომიწყვეს "შუმოკი". წინა "შუმოკი" იყო ჩემი დედის გინების ფონზე და ხმაური, ამჯერად კი ყვიროდნენ მოვდივართ, მოვდივართ და იყო შთაბეჭიდილება, რომ ანგრევენ კარებს და შემოდიან. ეს იყო აბსოლუტურად დაორგანიზებული და ნაწილი იმ წამაებისა, რომელიც იქ ხდებოდა. მე ვარ პირადად ივანიშვილის მიერ პუტინის სასიამოვნოდ დაკვეთილი წამების მსხვერპლი, უკვე არ ვიცი, უნდა ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ, რაც დარჩა ამ სახელმწიფოდან ხედავთ. ხომ არ სჯობს, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან ჩემი გამოხსნა. როგორც კი ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო იქნება, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები, ნამდვილი პროკურორები იქნებიან, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მზად ვარ დავამტკიცო. არსად გავრბივარ. ჩამოვედი და პირდაპირ მგლის ხახაში გავყავი თავი. მზად ვარ წარვდგე იმ სასამართლოს წინაშე და დაე, მან გამასამართლოს როცა იქნება, თუნდაც 1 წელიწადში, 2 წელიწადში თუ სამში. იმას კი არ გთხოვთ, რომ მე დამიცვათ, მიხეილ სააკაშვილი, არამედ დაგმეთ ნებისმიერი ადამიანის წამება. დაგმეთ უსამართლო სასამართლო ნებისმიერი ადამიანის მიმართ. დაგმეთ არაადამიანური მოპყრობა არა პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერი რიგითი ქართველის მიმართ“,- განაცხადა სააკაშვილმა

მისი თქმით, „დღევანდელი მახინჯი სისტემის ერთადერთი ფუნქციაა, რომ ციხიდან ცოცხალი არ გავიდეს“.

„მზად ვართ გეკამათოთ, დავიცვა ჩემი სიმართლე. არც მადლობას ვითხოვ არავისგან. არ ვითხოვ მადლობას იმის გამო, რომ დენი მოვიყვანე, არ ვითხოვ მადლობას იმის გამო, რომ ზოგიერთმა ჩვენი სისტემით ჩააბარა და იურიდიულ ფაკულტეტზე 15 ათასს აღარ სთხოვდნენ. ზოგიერთი მათგანი ალბათ ჩემი სტიპენდიით იყო წასული, როგორც მაგალითად, ჩემი მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილე, იუსტიციის ე.წ. მინისტრი. არ ვითხოვ მადლობას, რომ ხელფასები, პენსიები გაიზარდა, სამუშაო ადგილები 2-ჯერ გაიზარდა. ხომ არ გთხოვთ მადლობას 200 ახალი კლინიკისთვის, სადაც სამწუხაროდ, დღეს ექიმებს ძალიან მძიმე პირობები აქვთ, მაგრამ უსამართლობას, შეურაცხყოფას ვერ მივიღებ“,-განაცხადა სააკაშვილმა.