თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საუბარია ე.წ. პიჯაკების საქმეზე და სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ბიუჯეტის თანხის გაფლანგვაზე. ბრალდების მხარის განცხადებით სააკაშვილმა ბოტოქსზე 720 ათასი ლარი დახარჯა. აღნიშნულ ბარლდებას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
"რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას, რომლებზეც თქვენ ლაპარაკობთ და მიიღეთ მათგან დადასტურება, თუ ეს იყო კოსმეტიკური პროცედურა და თუ ეს არ იყო ჩვეულებრივი კანის სნეულების მკურნალობა, რომელიც დამემართა 2008 წლის შემდეგ, როგორც ექიმები ამბობენ, ნერვიულ ნიადაგზე. ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის. სურათებიც შეიძლება ნახოთ, როგორ მაქვს დასიებული სახე 2008 წლის შემდეგ. ეს რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე მიერთებას და ა.შ.
მე არ ვიცი მაგ ბლანკებში რა ჩაწერეთ, მაგრამ გაუგზავნეთ იმ კლინიკებს და მიიღებთ პასუხებს", - განაცხადა სააკაშვილმა.