ავტორი:

"ფლეიბოიმ" გერმანელი ვირუსოლოგი "წლის მამაკაცად" დაასახელა - როგორ დაფასდნენ მეცნიერები კორონავირუსის პანდემიის დროს

"ფლეიბოიმ" გერმანელი ვირუსოლოგი "წლის მამაკაცად" დაასახელა - როგორ დაფასდნენ მეცნიერები კორონავირუსის პანდემიის დროს

ჟურნალ "ფლეიბოის“ გამოკითხვებში, როგორც წესი, ან პოპ ვარსკვლავები ლიდერობენ, ან მსახიობები, მაგრამ უკვე მეორე წელია, პოზიციებს არ თმობს გერმანელი ვირუსოლოგი, კრისტიან დროსტენი.

დროსტენის შესახებ კორონავირუსის პანდემიამდე მხოლოდ სამეცნიერო წრეებში იცოდნენ, თუმცა ახლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდა პოპულარული და თან ისეთი პოპულარული, რომ "ფლეიბოიმ" "წლის მამაკაცადაც" კი დაასახელა.

2020 წელს კრისტიან დროსტენი ტელევიზიით გამოჩნდა და კორონავირუსის შესახებ დაიწყო საუბარი. ის იძლეოდა რეკომენდაციებს, საზოგადოებას აცნობდა სიახლეებს ვირუსისა და მისი მკურნალობის მეთოდების შესახე. ვირუსოლოგი თავის დავალებას ისე კარგად ასრულებდა, რომ გერმანელებმა ის ყველაზე კომპეტენტურ მასწავლებლად აღიარეს.

უგურ საჰინი

გამოკითხულებმა მეორე ადგილიც მეცნიერს მიანიჭეს. "ბიონტექის“ უფროსი და კორონავირუსის საწინააღმდეგო "ფაიზერის" ვაქცინის შემქმნელი, წლის მამაკაცების რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა. 56 წლის მეცნიერი, დროსტენს სულ რაღაც 0,03%-ით ჩამორჩა.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა