ავტორი:

ვის ერგო მსოფლიოში "ყველაზე მთვრალების" ტიტული?

ვის ერგო მსოფლიოში "ყველაზე მთვრალების" ტიტული?

RMIT უნივერსიტეტის კვლევით, ავსტრალიელები ყველაზე ხშირად სვამენ ალკოჰოლურ სასმელებს. ისინი, 2020 წლის "ლოკდაუნის" დროს, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოსახლეობასთან შედარებით, ორჯერ უფრო მეტს სვამდნენ.

ავსტრალიელები, სხვა 22 ქვეყანას შორის არიან, ვინც გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა. დადგინდა, რომ ავსტრალიაში, 2020 - ის განმავლობაში, საშუალოდ 27-ჯერ თვრებოდნენ.

"ყველაზე მთვრალების“ გამოკითხვაში, მეორე და მესამე ადგილზე დანია და შვედეთი მოხვდა. ამ ქვეყნებში წელიწადში, საშუალოდ, 23.8-ჯერ თვრებიან.

გამოკითხვამ უჩვენა, რომ თრობის შემდეგ ავსტრალიელების 24% ამას ნანობს. ისიც საინტერესოა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვისაც დალევის მეორე დღეს სინდისი ქენჯნის, ქალების სჭარბობენ.

მკვლევარი, მონიკა ბარრათი, ვისი მესვეურობითაც ჩატარდა ეს გამოკითხვა, ფიქრობს, რომ ამგვარი შედეგი, ავსტრალიაში ხშირი "ლოკდაუნების" შედეგადაა გამოწვეული:

"ასევე ჩანს, რომ დალევის კულტურა დიდ როლს თამაშობს, ნორდიკულ, ბრიტანულ და ჩრდილოეთ ამერიკის ერებში ხშირი სმის ტენდენციების ჩამოყალიბებაში".

ყველაზე "ფხიზლები" მექსიკელები აღმოჩნდნენ. ისინი წელიწადში საშუალოდ, 8.9-ჯერ სვამენ ალკოჰოლურ სასმელებს.

თავად მიღებული ალკოჰოლის რაოდენობაში კი, მსოფლიოს ქვეყნებს შორის, საფრანგეთი ლიდერობს. ფრანგები, საშუალოდ, წელიწადში სასმელის 132 ჭიქას სვამენ, მეორე ადგილზეა ახალი ზელანდიაა 122 ჭიქით, "მთვრალი“ ავსტრალიელების წლიური ჭიქების რიცხვი 106-ია.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა