ავტორი:

"ეს ფაქტი სააკაშვილის სასარგებლოდ მეტყველებს... არ უნდოდა ვალდებულებები გასჩენოდა რომელიმე ბიზნესმენთან" - ხუხაშვილი ედუარდ სააკაშვილის სწავლის დაფინანსებაზე

"ეს ფაქტი სააკაშვილის სასარგებლოდ მეტყველებს... არ უნდოდა ვალდებულებები გასჩენოდა რომელიმე ბიზნესმენთან" - ხუხაშვილი ედუარდ სააკაშვილის სწავლის დაფინანსებაზე

ექსპრეტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, შვილის სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ექსპრეზიდენტის სასარგებლოდ მეტყველებს.

აღნიშნულის შესახებ ხუხაშვილი "ფეისბუქზე" წერს.

"ისე, ჯობია პირველი პირების შვილების განათლება ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს, ვიდრე რომელიმე ბიზნესმენი იხდიდეს მამის "ხათრით", რადგან პირველ შემთხვევაში ეს მაქსიმუმ არამიზნობრივი ხარჯვაა, მეორე შემთხვევაში კი კორუფცია, რომელიც ქვეყანას საბოლოო ჯამში ბევრად უფრო ძვირი უჯდება.

ამ გაგებით, ეს ფაქტი უფრო სააკაშვილის სასარგებლოდ მეტყველებს, რადგან გამოდის, რომ არ უნდოდა რაიმე ვალდებულებები გასჩენოდა რომელიმე ბიზნესმენთან.

ნუ მეტყვით, რომ რომელიმე მათგანი უარს ეტყოდა მის შვილს ასეთ დაფინანსებაზე…

P.S. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ახალგაზრდა ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ მზრუნველობას სახელმწიფოს მხრიდან" - წერს ხუხაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკუთარ პროცესზე, მიხეილ სააკააშვილმა ვაჟის, ედუარდ სააკაშვილის განათლების დაფინანსების შესახებ ისაუბრა. ექსპრეზიდენტის თქმით, ამაყია იმით, რომ მან არაერთ ახალგაზრდას გაუკვალა გზა უცხოეთში და მათ შორის საკუთარ შვილსაც.

"ედუარდი არის ერთადერთი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებული რეკორდით. მარტო ამისთვის ეკუთვნოდა მას სრული დაფინანსება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრის დაფინანსება არ უნდა მოხდეს. ეს არის განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ხშირად არ მეთანხმება. შემდეგ იყო სხვა პროგრამა, რომელზეც ბაბუამისმა დაუფინანსა განათლება და იყო საუკეთესო სტუდენტი კურსზე. ახლა შეგიძლიათ ნახოთ, დღეგამოშვებით არის BBC-ზე, CNN-ზე და სხვა ტელეარხებზე. მე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით და ძალიან კმაყოფილი ვარ , იმ ფონზე როცა არაერთი მილიონი დავხარჯე ქართველი სტუდენტების დაფინანსებაზე, ჩემს შვილსაც გავუხსენი გზა. თუ ვინმე უარყოფს, რომ ის ნიჭიერია, ეს თქვენი შეფასების თემაა" - განაცხადა სააკაშვილმა.