ავტორი:

"სამწუხარო ამბავი მოხდა..." - ირმა ინაშვილის ერთადერთი ძმა, კოტე ინაშვილი ავარიას ემსხვერპლა

"სამწუხარო ამბავი მოხდა..." - ირმა ინაშვილის ერთადერთი ძმა, კოტე ინაშვილი ავარიას ემსხვერპლა

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის ძმა, კოტე ინაშვილი გარდაიცვალა. როგორც ცნობილი ხდება, ის ავარიას ემსხვერპლა.

ინფორმაციას დავით თორდია, ასევე ოჯახის ახლობლები ავრცელებს.

"ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა, 1 საათის წინ ირმა ინაშვილის ერთადერთი ძმა კოტე ინაშვილი ავარიაში დაიღუპა.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს და მეგობრებს დანაკარგს, ძალიან მეწყინა კოტეს ამბავი" - წერს დავით თორდია სოციალურ ქსელში.