ავტორი:

"ვუყურებთ, რომ სხვა ქვეყნებში არის ნაკლები ლეტალობა საქართველოში - მეტი" - ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს,  რატომ არის  ჩვენს ქვეყანაში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი  მაღალი

"ვუყურებთ, რომ სხვა ქვეყნებში არის ნაკლები ლეტალობა საქართველოში - მეტი" - ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს,  რატომ არის  ჩვენს ქვეყანაში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი  მაღალი

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ არის ლეტალობის მაჩვენებელი ჩვენთან სხვა ქვეყნებზე უფრო მაღალი.

"ჩვენ გვესმოდა მუდმივი კრიტიკა, სწორად იყო თუ არა წარმართული საინფორმაციო კამპანია. ჩვენ გატარებული ღონისძიებები გავაანალიზეთ და მინდა ვაღიარო, რომ კამპანია, რომელიც წარმართული იყო ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან და სხვა უწყებების მხრიდან იყო მასშტაბური.

თუმცა იკვეთებოდა ნეგატიური მესიჯები, რომელიც ვაქცინაციის პროცესზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა. მნიშვნელოვანია, სამომავლოდ გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება, მნიშვნელოვანია, ყოველმხრივ იყოს ის მხარდაჭერილი და არ გვესმოდეს მხოლოდ კრიტიკა, არამედ გვესმოდეს გაცილებით უფრო მეტი მხარდაჭერა, რადგანაც ჯანდაცვის სამინისტრო ყოვლისშემძლე უწყება არაა, მასაც სჭირდება მხარდაჭერა და არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ გარკვეული გზამკვლევი ბევრი უწყებისგან და ასევე საზოგადოებისგანაც.

  • 21 იანვარს დავამტკიცეთ აცრის კალენდარი, რომელიც გულისხმობდა ასაკობრივი ჯგუფებისა და რისკ ჯგუფების მიხედვით დაყოფას და აცრის პროცესში პრიორიტეტად ასახვას.

როცა წლის ბოლოს ეს გავაანალიზეთ და ვნახეთ ქვეყნების პრაქტიკები - ვუყურებთ, რომ სხვა ქვეყნებში არის ნაკლები ლეტალობა საქართველოში - მეტი. მოსახლეობას აინტერესებს, რატომ არის ეს ასე.

პანდემიის დაწყებიდან ვიცით, რომ 60 წლის ზემოთ მოსახლეობა გაცილებით მეტად ზიანდება კოვიდინფექციის შედეგად და ხდება 60 წელს ზემოთ მოსახლეობის ჰოსპიტალიზაცია, მათი 85 პროცენტი ხვდება პოსპიტალში, რაც იწვევს ჰოსპიტლების გადატვირთვას. უნდა იყოს აცრილი 60 წელს ზემოთ მოსახლეობის 90% იმისთვის, რომ არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალი.

შემდეგი უკვე არის ის, რომ ეს მოქალაქეები, ინფიცირებულების 85%, რომლებიც ხვდებიან ჰოსპიტალში, შემდეგ ხვდებიან რეანიმაციაში და უკვე აქაც მაჩვენებელი არის კრიტიკული - 90-92 პროცენტი.

ლეტალობის მაჩვენებელი მაღალია 60 წლის ზემოთ მოსახლეობაში. გარდაცვლილებიდან 95% 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან, დანარჩენები 60 წელს ქვევით.

იმ ქვეყნებში, სადაც 60 წლის ზევით მოსახლეობის 90% აცრილია, ლეტალობა დაბალია. იმ ქვეყნებში, სადაც ამ სეგმენტში აცრილთა რაოდენობა 75%-ის ქვევით არის, ლეტრალობის მაჩვენებელი ისეთივე ცუდია, როგორც საქართველოში", - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.