ავტორი:

"თუკი ამ ქვეყანაში ტირანია და ავტოკრატიული მმართველობა არსებობდა, ეს სწორედ სააკაშვილის დროს იყო" - რას პასუხობს არჩილ თალაკვაძე კელი დეგნანის განცხადებას?

"თუკი ამ ქვეყანაში ტირანია და ავტოკრატიული მმართველობა არსებობდა, ეს სწორედ სააკაშვილის დროს იყო" - რას პასუხობს არჩილ თალაკვაძე კელი დეგნანის განცხადებას?

"თუკი ამ ქვეყანაში ტირანია და ავტოკრატიული მმართველობა არსებობდა, ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს იყო - ერთპარტიული მმართველობის და ძალაუფლების მაგალითი უახლოეს ისტორიაში სწორედ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობაა“, - ასე პასუხობს ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს, რომელმაც კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ “როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს - ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს, უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, “ქართულმა ოცნებამ“ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ დღეს პარლამენტი არის მრავალპარტიული წარმომადგენლობით, ახალ ოპოზიციურ პარტიებს აქვს სახელმწიფო დაფინანსება და სრული წვდომა მედიაზე.

“როდესაც მრავალფეროვნებაზე ვსაუბრობთ, სწორედ “ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ისეთი პოლიტიკური სისტემა და პირობები დემოკრატიისათვის, როცა მრავალფეროვნება არის პარლამენტშიც, მედიაშიც და ბიზნესშიც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.