ავტორი:

დავით ნარმანია კონკურენციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

დავით ნარმანია კონკურენციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა და ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან ყურადღება გაამახვილა კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ღონისძიება მიეძღვნა მსოფლიო კონკურენციის დღეს, თემატიკით -

„კონკურენციის პოლიტიკა ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკისთვის“. განახლებული კანონმდებლობის ფორმატში, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციის მსოფლიო დღის ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. „რეფორმის ფარგლებში ენერგეტიკულ ბაზრებზე ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია რომ დაცული იყოს კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის ეფექტიანი მექანიზმების აღსრულება. ამ მიმართულებით, კონკურენციის სააგენტოს როლი ენერგეტიკულ ბაზრებზე დიდია და აუცილებელია სემეკსა და სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, სფეროს ექსპერტები, კოლეგა უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.