ავტორი:

"თქვენ ხართ ივანიშვილის მონა, "მონა ქალი იზაურა... ვინც თქვენ გაგაპოლიტიკოსათ, იმას მიეცემა ჩემი ცოდვა" - მწვავე კამათი წულუკიანსა და ჩარკვიანს შორის

"თქვენ ხართ ივანიშვილის მონა, "მონა ქალი იზაურა... ვინც თქვენ გაგაპოლიტიკოსათ, იმას მიეცემა ჩემი ცოდვა" - მწვავე კამათი წულუკიანსა და ჩარკვიანს შორის

შოუ კულტურის ნაწილია, მე შოუს მინისტრიც ვარ - ისე ხდებით ძალიან ბევრი წლის, რომ ვერ აისრულეთ კულტურის მინისტრობის ოცნება, ეს არის თქვენი ქვეცნობიერი, რაც ჩემდამი აგრესიით განგაწყობთ. მე დღესაც მზად ვარ, დაგითმოთ ეს ადგილი,- ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს რეპლიკაზე, რომ წულუკიანი შოუს აწყობს.

წულუკიანის ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატები ტაშით შეხვდნენ.

წულუკიანის მიერ „მინისტრის საათის“ ფორმატში თაკო ჩარკვიანის კითხვებზე პასუხს მინისტრსა და დეპუტატს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. წულუკიანმა სხდომაზე ჩართო ჩარკვიანის განცხადებების ჩანაწერების ფრაგმენტები, სადაც ჩარკვიანი სხვა ოპოზიციონერებზე ამბობდა, რომ პარლამენტში „შეპროწიალდნენ“, თავად კი საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებდა.

"რატომ შეპროწიალდითო? შეპროწიალდითო - რა სიტყვაა? - თუ შევედით ივანიშვილის მონა ვიქნებითო - თქვენ ხართ ივანიშვილის მონა, „მონა ქალი იზაურა“ - ნანახი გაქვთ, ალბათ. თქვენ ხართ ერთადერთი ყველაზე ოდიოზური ქალი ოპოზიციონერი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჩარკვიანის კიდევ ერთი განცხადება კი, რომელიც თეა წულუკიანმა დარბაზში ჩართო, თავად მინისტრს ეხება და შემდეგი შინაარსისაა - როგორ იქცევა, ვიღაცას მიკროფონებს პარავს, სადღაც შეხტება, რაღაცას შვება. ბუჩქის ძირას ამოსული უკულტურო ია... ასეთ შეურაცხყოფას რომ გაყენებს მთელ საზოგადოებას, ის განა ქალბატონად იწოდება?“.

წულუკიანის თქმით, ასეთი ოპოზიციის ხელში რთულია, ღირსეულად იმსახურო.

"ქალბატონად იწოდებიო? მეკითხებით. თქვენს ხელში არ ვიცი, რად ვიწოდები. თქვენნაირი ოპოზიციის ხელში ძნელია ხელისუფლებაში იყო და ღირსეულად იმსახურო. უღირსი საქციელის ფონზე გვიწევს საქმიანობა. ია რომ მეძახეთ, მადლობა. შეგეშალათ, მეც ესე მგონია. ღობის ძირას ამოსული ია ძალიან რომანტიკული და საყვარელია და თქვენ სხვა რაღაც უნდა გეთქვათ. თქვენ იმ შეცდომას უშვებთ, რაც „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ დაუშვია ჩემთან მიმართებით, რადგან თქვენგან განსხვავებით ისინი გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და იციან, რომ ჩემზე პირადი შეურაცხყოფა არ მოქმედებს. მაგრამ საგნობრივად რა უნდა მესაუბროთ, როდესაც თქვენ ისე ხდებით ძალიან ბევრი წლის, რომ ვერ აისრულეთ კულტურის მინისტრობის ოცნება. ეს არის თქვენი ქვეცნობიერი, რაც ჩემდამი აგრესიით განგაწყობთ. მე დღესაც მზად ვარ, დაგითმოთ ეს ადგილი. მობრძანდით და ვნახოთ ერთი, როგორ უხელმძღვანელებთ ამ უმნიშვნელოვანეს სისტემას. ძალიან საინტერესო ხანა იქნება. მაგრამ თქვენ უნდა დაელოდოთ, რომ გალიაში მჯდომი თქვენი ბელადი ხელისუფლებაში დაბრუნდეს. მანამდე ალბათ თქვენი გაკულტურების მინისტრობა და გაკულტურება, უპერსპექტივო ამოცანაა.

მან (ჩარკვიანმა) ბრძანა ასეთი რამ - მინისტრი ამბობს, რომ ტანსაცმელს არ დავკვირვებივარო. როგორი „აზიაცკი“ აცვია, იქ ნაკერი მორღვეულია თუ არა, ეს, დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ გაინტერესებთ. მე შემიძლია ანსამბლები ჩამოგითვალოთ და გკითხოთ, ამ ანსამბლს როგორი ახალუხი აცვია, რა მატერიაა და პასუხს ვერ გამცემთ და არც უნდა გამცეთ იმიტომ, რომ თქვენ უნდა მობრძანდეთ კონცერტზე, ისიამოვნოთ და არ იყოთ დაკავებული იმის ინსპექტირებით, ჩოხა-ახალუხის ყველა ნაკერი ადგილზეა თუ არა. ეს მაყურებლის საქმე არაა.

ახლა უნდა ვიტირო, თუ ვიცინოო - გინდა იტირეთ, გინდა იცინეთ. რა კითხვაა ეს?!

რა შეეხება იმას, რომ საგანძურზე გაქვთ ეჭვები, რომ მე რაღაცას ვუშავებ. საგანძურზე წუხილი თქვენგან არ მახსენდება, ქალბატონო თაკო, სანამ არ გაპოლიტიკოსდებოდით და ვინც თქვენ ძალით გაგაპოლიტიკოსათ, იმას მიეცემა „ქართული ოცნების“ და ჩემი დიდი ცოდვა. რატომ უნდა გენდოთ, „იუნესკოს“ ექსპერტების დასკვნა გამოაქვეყნეთ საგანძურთან დაკავშრებითო - ეს დასკვნა დაფარული არაა, მაგრამ თქვენ საქმისთვის არ გცალიათ.

არ შევალ, არ შევალო იძახის, შემდეგ დამხვდა აქ დასკუპებული. ლეიბები დავყაროთო - ალბათ დაყრის.

მოდი შევთანხმდეთ, რომ თქვენ ხართ ყველაზე კულტურული. მე არ ვიყო კულტურის კულტურული მინისტრი, თუ თქვენ არ გაჩუქოთ ერთი დიდი ლეიბი. იმიტომ, რომ მეტი მიღწევა პოლიტიკაში არ გექნებათ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრსა და თაკო ჩარკვიანს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ჩარკვიანმა სხდომათა დარბაზი დატოვა.