ავტორი:

"ბიბლიაზე დავიფიცებ, რომ არცერთი ბრენდის ტელეფონი არ მიმიღია სააკაშვილისგან" - რას ამბობს თინა ბოკუჩავა პროკურატურის ინფორმაციაზე?

"ბიბლიაზე დავიფიცებ, რომ არცერთი ბრენდის ტელეფონი არ მიმიღია სააკაშვილისგან" - რას ამბობს თინა ბოკუჩავა პროკურატურის ინფორმაციაზე?

ალბათ, ცილისწამებაზე მეც უნდა შევიტანო საქმე პროკურატურაში, რადგან არც ერთი ტიპის და ბრენდის ტელეფონი არ მიმიღია პრეზიდენტი სააკაშვილისგან არასდროს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "რეზიუმე" განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შეუძლია იგივე განაცხადოს სასამართლოს წინაშე.

"ეს არის ცილისწამება, ბიბლია მომიტანონ და დავიფიცებ, ან სხვა, - ალბათ ცილისწამებაზე მეც უნდა შევიტანო საქმე პროკურატურაში, რადგან არცერთი ტიპის და ბრენდის ტელეფონი არ მიმიღია პრეზიდენტი სააკაშვილისგან არასდროს, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით.

სასამართლოს წინაშეც შემიძლია წარვსდგე და აღნიშნული ვთქვა. ეს მათ შორის ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ავთენტურია იმ სხვა ხარჯების ჩამონათვალი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პროკურორ გიორგი მუჯირის ინფორმაციით, მათ ხელთ არსებული დოკუმენტების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა საჩუქრებში ჯამურად 237 000 ლარი დახარჯა.

რამდენიმე შეგვიძლია დავასახელოთ. მაგალითად, მარიამ საჯაიასთვის შეძენილი ოქროს ძეწკვი, თინა ბოკუჩავასთვის შეძენილი „აიფონი“, ივანა მელაისთვის შეძენილი სამკაული. ასევე შვილისთვის შეძენილი მობილური ტელეფონი“, - თქვა პროკურორმა "იმედი ლაივის" ეთერში.