მიხეილ სააკაშვილის ზოგადი თერაპიული სტატუსი სტაბილურია, პერიოდულად აქვს საერთო სისუსტე, რომელიც განსაკუთრებით თვალში საცემი მისი ემოციური ან ფიზიკური აქტივობის შემდეგ ხდება ხოლმე, - ამის შესახებ კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ნინო შარაშენიძემ განაცხადა.
ამასთან, შარაშენიძის განცხადებით, კონსილიუმის ყოველდღიური ჩართულობა ამ ეტაპზე საჭირო არ არის და ექიმები მიხეილ სააკაშვილს ხუთ დღეში ერთხელ აუცილებლად მოინახულებენ.
"ზოგადი თერაპიული სტატუსი სტაბილურია. პერიოდულად აქვს საერთო სისუსტე, რომელიც განსაკუთრებით თვალში საცემი მისი ემოციური ან ფიზიკური აქტივობის შემდეგ ხდება ხოლმე. გუშინ იყო არტერიული წნევის მომატების ეპიზოდიც, რომელიც ძალიან მალე დარეგულირდა.
იღებს საკვებს ფიზიოლოგიურად. რაღაც გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლები, ჯერ კიდევ საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩართულობას და ის იღებს ამ მედიკამენტებს. რაიმე განსაკუთრებული ჩივილი არ წარმოუდგენია. ვისაუბრეთ, გვითხრა თავისი თუ რამე პრობლემა ჰქონდა.
გავაცანით ჩვენი მოქმედების ტაქტიკა. ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას. ჩვენი - კონსილიუმის ყოველდღიური ჩართულობა ამ ეტაპზე საჭირო არ არის. რა საკვირველია ყოველ მიზეზგარეშე პირველივე აუცილებლობის შემთხვევაში, შეუზღუდავად გამოვცხადდებით. აუცილებლად ვნახავთ ყოველ ხუთ დღეში ერთხელ მაინც. საჭიროების შემთვევაში დღეში ორჯერაც ვნახავთ“, - განაცხადა ნინო შარაშენიძემ.