ავტორი:

კრემლის ჰიბრიდული ომი ევროკავშირის წინააღმდეგ - ეხმარება თუ არა პუტინი ლუკაშენკოს "მიგრანტების კრიზისის" შექმნაში, რას წერს რუსული მედია?

კრემლის ჰიბრიდული ომი ევროკავშირის წინააღმდეგ - ეხმარება თუ არა პუტინი ლუკაშენკოს "მიგრანტების კრიზისის" შექმნაში, რას წერს რუსული მედია?

უკვე რამდენიმე თვეა ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე ლტოლვილთა ნაკადი არ წყდება. ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკიდან მომავალი მიგრანტები პოლონეთში, ლატვიასა და ლიტვაში გადასვლას ცდილობენ. ბელარუსი ევროკავშირის ბრალდებას, რომ მინსკი კრიზისს ხელოვნურად ქმნის, უარყოფს, თუმცა, დასავლურ და ასევე, რუსულ ანტიკრემლისტურ მედიაში საპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება...

novayagazeta.ru-ს ცნობით, მათ დაუკავშირდნენ სირიელი ლტოლვილები ბელარუსი-პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ გროდნოდან და უამბეს, რომ სირიელი ლტოლვილების ბანაკს ორი ადამიანი ეწვია, რომლებმაც ლტოლვილებს უთხრეს, რომ სამი დღის განმავლობაში პოლონეთის საზღვარი უნდა გაერღვიათ. მათგან ერთს სამხედრო ფორმა ეცვა, მეორე კი სამოქალაქო ტანსაცმლით იყო.

"ის აბუ ომარად გაგვეცნო და გვითხრა, რომ მათ თავისუფლად გადაადგილებას ბელარუსი მესაზღვრეები უზრუნველყოფდნენ. თუ მათ ნათქვამს არ შევასრულებდით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ლტოლვილებს მინსკში დააბრუნებდნენ, იქიდან კი, თავიანთ სამშობლოში, სირიაში გაადარეპორტებდნენ... ჩვენი რესპოდენტის ცნობით, გროდნოს სასაზღვრო პუნქტთან, 1400-ზე მეტი ლტოლვილია თავმოყრილი ერაყის ქურთული რაიონიდან და ასევე, სირიიდან. მათგან 150-მდე არაბია, 50-ზე მეტი კი სირიელი, იდლიბიდან, ადგილიდან, რომელსაც ბაშარ ასადი ჯერაც ვერ აკონტროლებს..." - წერს გამოცემა.

ლტოლვილები ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე - ფოტო: novayagazeta.ru

novayagazeta.ru-ს ცნობით, ამის შემდეგ, ლტოლვილთა ბანაკს ადგილობრივი ტელეარხი "ბელარუს-1" ეწვია, რომელმაც ლტოლვილების აქცია გადაიღო. აქციაზე ისინი რომის პაპს სთხოვდნენ დახმარებას.

გამოცემა წერს, რომ უფრო ადრე, მისთვის ცნობილი გახდა, ლტოლვილთა გარკვეული ნაწილი, ბელარუსის სპეციალური ვიზის საშუალებით, ასევე ბელარუსის ტურისტულ კომპანიებში, 4-5 ათას დოლარიან ტურისტულ პაკეტებს ყიდულობდნენ, რაშიც შედიოდა ე.წ. "პუტიოვკა" ევროპული ქვეყნებისთვის.

"რაც შეეხება, ბელორუსის ვიზას, მას გამარტივებული წესით, ბელორუსის სპეციალური, "საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ავტორიზებული" ტურისტული სააგენტოების მეშვეობით იღებდნენ. პაკეტში შედიოდა ფრენის, ვიზა, სასტუმრო და სხვა ხარჯები. ამის შესაძლებლობას ყველა ლტოლვილს, ცხადია, ვერ მისცემდნენ. ამიტომაც, უამრავი თავად ცდილობდა ევროპაში შეღწევას" - წერს გამოცემა.

11 ნოემბერს, ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინსკიდან თავისი მოქალაქეების ორგანიზებულად წამოყვანაზე მუშაობდა. ჯერჯერობით მსგავსი რამ არ უთქვამს სირიას.

"ევროპაში გაქცეული ადამიანები, ასადის რეჟიმისთვის ცალსახად მტრად ითვლებიან. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მივიდნენ მათთან ბელარუსი სამხედროები, მათ კარგად იციან, რომ სირიელებისთვის, შინ დაბრუნება ციხეში მოხვედრას, ან პირდაპირ სიკვდილს ნიშნავს" - წერს გამოცემა.

ლტოლვილების შეჭრის საფრთხის წინაშე მხოლოდ პოლონეთი არ არის. ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია აცხადებენ, რომ ბელარუსი ევროკავშირის უსაფრთხოებას სერიოზულ რისკს უქმნის და განზრახ ცდილობს სიტუაციის გამწვავებას, სანქციების საპასუხოდ მიგრანტების გამოყენებით.

პოლონეთი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან დევნილ მიგრანტთა ჯგუფებს, ევროკავშირის წევრ პოლონეთის საზღვრისკენ ლუკაშენკოს მთავრობა უბიძგებს, რის გამოც "მთელი ევროკავშირის სტაბილურობა და უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა".

რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა პოლონეთის საზღვრის მიმდებარედ, ბელარუსის მხარეს, იქ სადაც ასობით მიგრანტია დაბანაკებული, სამხედრო პარაშუტისტების დესანტი გადასხა.

კრემლი აცხადებს, რომ ეს სამხედრო წვრთნის ნაწილია. თუმცა, მოსკოვს აქამდეც ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის თავის მოკავშირე ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროკავშირის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში ეხმარებოდა. კერძოდ, მიგრანტების საზღვარზე მოზღვავების გზით, მოსკოვი და მინსკი ევროპაში საემიგრაციო კრიზისს უწყობენ ხელს.

რუსი ინტერნეტმომხმარებლები და ბლოგერები სოციალურ ქსელში წერენ, რომ კოვიდ-პანდემიის კატასტროფული შედეგების ფონზე, კრემლი სამხედრო თამაშების წესებს ცვლის - უკრაინის წინააღმდეგ კუნთების თამაშის კვალდაკვალ, ევროკავშირსაც უტევს, ამით კი, თავის მოსახლეობას აჩვენებს, რომ რუსული ძალის პირისპირ, ყველა, თვით ძლიერი და განვითარებული ევროკავშირიც კი უძლურია. ხოლო სამეზობლო პოლიტიკას კი, თავად კარნახობს.