"ღია სივრცეში იქნება ყველაფერი მოწყობილი - ყველა ისიამოვნებს განათებული, კეთილმოწყობილი ქალაქით და საახალწლო დღეებით, რომელიც თბილისში იქნება",- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მან საახალწლო ღონისძიებებზე ისაუბრა.
კალაძის თქმით, სასიამოვნო დღეები ელოდება არამხოლოდ დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ ჩამოსულ სტუმრებს.
"ყველა ისიამოვნებს განათებული, კეთილმოწყობილი ქალაქით და საახალწლო დღეებით, რომელიც თბილისში იქნება", - აღნიშნავს კალაძე.
კითხვაზე, საახალწლო ღონისძიებების შემთხვევაში, რატომ არ გამოცხადდა ტენდერი, კალაძე პასუხობს: "თუ მირჩევთ როგორ შეიძლება მომღერლები ტენდერის საშუალებით შევარჩიოთ უდიდეს მადლობას გეტყვით".
" რა უნდა იყოს განმსაზღვრელი ტენდერის გამოცხადების პირობებში?! ხმა? პირველი ხმა, მეორე ხმა, ვიღაცას უფრო ბოხი ხმა აქვს, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ?"- აღნიშნავს კალაძე.