თბილისში, სანზონაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფრომაციით, მოკლულია 17 წლის ბიჭი.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 17 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.