ავტორი:

მარტყოფში ქმარმა ცოლი დაჭრა, რის შემდეგაც თვითდაზიანებები მიიყენა

მარტყოფში ქმარმა ცოლი დაჭრა, რის შემდეგაც თვითდაზიანებები მიიყენა

მარტყოფში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს ქმარმა ცოლი დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ მან თვითდაზიანებები მიიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ მოხდა.