საქართველოში მცხოვრები პენსიონერების თითქმის მეოთხედი დღეს ისეთ სოფლებში ცხოვრობს, სადაც არც ბანკის, მათ შორის არც საპენსიო სერვისის განმახორციელებელი "ლიბერთი ბანკის“ ფილიალი და ბანკომატი არ ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ "ლიბერთის“ აქვს ყველაზე ფართო საბანკო ქსელი და განვითარებული ინფრასტრუქტურა. ასეთი სოფელი კი დღეს საქართველოში 1 300 -ზე მეტია.
წლების განმავლობაში იქმნებოდა პენსიის დარიგების სისტემაც, იმისათვის, რომ უფროსი თაობის ადამიანებს პენსია დროულად, დაგვიანებისა და ვადაგადაცილების გარეშე მიეღოთ. პენსიონერების მომსახურე ბანკი ვალდებულია, ყოველთვიურად, დადგენილ ვადაში, საქართველოს ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში, თუნდაც "ხელით მიიტანოს“ და ბენეფიციარებს კუთვნილი თანხები ნაღდი ფულის სახით დაურიგოს.
როგორც "ლიბერთის“ წარმომადგენლები ამბობენ, წლების გამოცდილებისა და დიდი შრომის შედეგად დღეს მათ ინფრასტრუქტურა და ეს სისტემა უკვე გამართული აქვთ და 1 300 სოფელში მცხოვრებ 200 00 ადამიანთან პენსია ბანკის მოძრავი სერვისცენტრების მეშვეობით, შეუფერხებლად მიაქვთ. 30 ათასამდე ბენეფიციართან ბანკის გამსვლელ მოლარეებს თანხა სხვადასხვა ტრანსპორტით, ზოგჯერ ფეხითაც კი მიაქვთ, იმ შემთხვევაშიც, თუ ამ სოფლებში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. სწორედ ამ მიდგომის გამო, მთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები კუთვნილ თანხას ყოველთვის განსაზღვრულ დროს, დაგვიანების გარეშე იღებენ.

"ლიბერთის“ აქვს უნიკალური კონკურენტული უპირატესობა - ყველაზე დიდი საბანკო ინფრასტრუქტურა და გამოცდილ თანამშრომელთა გუნდი, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან უფროსი თაობის მომხმარებელთა საჭიროებები.
"ლიბერთი“ 156 სერვის ცენტრით და 110 მობილური სერვის ცენტრით ფუნქციონირებს ისეთ ადგილებშიც კი, სადაც არცერთი სხვა ბანკი და სახელმწიფო სერვისიც კი არ არსებობს.
აღსანიშნავია ასევე, რომ დღეს სახელმწიფო არაფერს უხდის მომსახურებაში ბანკს, რომელიც პენსიებს და სხვა სოციალურ გასაცემლებს ყოველთვიურად, დაგვიანების გარეშე, უფასოდ არიგებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
კრიზისის მართვა COVID 19 პანდემიის დროს

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სისტემამ გამართულად და შეფერხებების გარეშე უნდა იმუშაოს ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის კრიზისის დროს ბანკმა უწყვეტად და უხარვეზოდ შეძლოს მომსახურების განხორციელება. ამ საკითხის უდიდესი მნიშვნელობა პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გამოჩნდა. იმისათვის, რომ პანდემიის პიკში არ მომხდარიყო ერთდროულად პენსიის გაცემით რიგების ზრდა, რაც ასაკოვან მომხმარებელთა შორის ინფიცირების მატებას გამოიწვევდა, "ლიბერთიმ“ სწრაფი ადმინისტრირებით გაანაწილა მომხმარებელი და ყველას ინდივიდუალური დღე განუსაზღვრა სერვისის მისაღებად.
შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, ბანკის ფილიალებში მკაცრად რეგულირდება მომხმარებელთა რიგები, შეცვლილია თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკები და აქტიურად მიმდინარეობს პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი.
ქვეყანაში COVID 19 პანდემიის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის პერიოდში, უფროსი თაობის მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, "ლიბერთის“ თანამშრომლები მომხმარებლებს, როგორც ბანკის ფილიალებში, ასევე მაღალმთიან სოფლებში, პენსიის მიტანასთან ერთად COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტრირებაში ეხმარებიან მთელი საქართველოს მასშტაბით.
(R)