ფოთში დაბადებული გოგონა ოჯახში მე - 10 შვილია - "პრინცესა ვერიკომ და 10 შვილის გმირმა დედამ უკვე დატოვეს ჩვენი კლინიკა"

ფოთში დაბადებული გოგონა ოჯახში მე - 10 შვილია - "პრინცესა ვერიკომ და 10 შვილის გმირმა დედამ უკვე დატოვეს ჩვენი კლინიკა"

ფოთის ცენტრალურ საავამდყოფო "ბომონდში" ახალგაზრდა ქალმა მეათე შვილი გააჩინა. ვერიკო დედასთან ერთად დღეს საავადმყოფოდან გაწერეს. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. პატარა გოგონას სახლში ცხრა დედმამიშვილი ელოდება.

კლინიკა ოფიციალურ გვერდზე მილოცვას აქვეყნებს:

"ღვთის საჩუქარი ფოთის ცენტრალური საავადმყოფო "ბომონდიში" მე-10 შვილი დაიბადა. დღეს პრინცესა ვერიკომ და 10 შვილის გმირმა დედამ, კლინიკის ადმინისტრაციისაგან და ნეონატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუ გაბედავას მიერ გადაცემული საჩუქრებით დატოვეს ჩვენი კლინიკა. ვულოცავთ მშობლებს უფლის საჩუქარს...“ - წერია კლინიკის განცხადებაში.