ჩაძინების სიძნელე საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა. ნაკლები სოციალიზაციის პირობებში უფრო მეტ დროს ეკრანთან ვატარებთ, ვიდრე ადამიანების გარემოცვაში და ჩვენი გართობის, შემეცნებისა და კომუნიკაციის ერთადერთი წყარო მხოლოდ ელექტრონული მოწყობილობებია.
როგორც ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე განგვიმარტავს, უძილობა ან ძილის ნაკლებობა ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას და განსაკუთრებით ეს ბავშვებში იკვეთება.
მისი თქმით, სხვადასხვა ასაკის ადამიანს განსხვავებული ხანგრძლივობით უნდა ეძინოს. რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მას უფრო დიდი დრო სჭირდება სრულყოფილი ძილისთვის, მოზრდილ ადამიანს კი 7-8 საათი.
„ლურჯი ეკრანი, რომელთანაც ჩვენ გვიწევს დიდი ხნით ყოფნა, იმდენად აღაგზნებს ტვინს, რომ აღარ გამოიყოფა მელატონინი, რომელსაც ძილის ჰორმონს ეძახიან, ამიტომ გვაქვს უძილობა. ბუნებრივია, იზოლაციის პერიოდში ისედაც შფოთვა მომატებული აქვს ხალხს, ლურჯი ეკრანი აძლიერებს ამას და ვიღებთ, არასახარბიელო მდგომარეობას“, - განმარტა თამარ გაგოშიძემ.
ნეიროფსიქოლოგის თქმით, დაძინებამდე 2 საათით ადრე ეკრანის ყურება რეკომენდებული არ არის.
„საკუთარ თავსაც და სხვებსაც ვურჩევდი, რომ ტელეფონი ძილის წინ 1 საათით ადრე მაინც არ გამოვიყენოთ, ზოგადად კი 2 საათია რეკომენდებული. საძინებელში არ უნდა იყოს არც ტელევიზორი, არც მობილური, არც ქინდლი და არაფერი რაც ეკრანის ლურჯ სინათლესთან არის დაკავშირებული. ძილის წინ რიტუალივით თუ იქნება ბავშვებისთვის თუ უფროსებისთვის წიგნის წაკითხვა ალბათ ნახევარი საათით, მაქსიმუმ 40 წუთით, იქნება ძალიან კარგი, ოღონდ არა ქინდლიდან, არამედ ნამდვილი წიგნიდან“, - განმარტა მან.
ამასთან, თამარ გაგოშიძის თქმით, ეკრანის „სქროლვის“ ჩვევა წიგნის კითხვას ხელს უშლის და საბოლოოდ, სიღრმისეულად გააზრების პრობლემამდე მივდივართ, ამიტომ ყოველდღიურად რამდენიმე გვერდის წიგნიდან კითხვაც მნიშვნელოვანია.
„ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს, ყველას ინდივიდუალური გემოვნება აქვს, ვიღაცას დეტექტივი მოსწონს, ვიღაცას სასიყვარულო რომანი და ვიღაცას ფენტეზი, ეს არის ინდივიდუალური, რისი ინტერესიც გაქვს, ბუნებრივია, ის უნდა იკითხო, მაგრამ სჯობს, რომ ეს გააკეთო წიგნიდან. სიმართლე გითხრათ, ჩვეულებრივი, ფურცლებიანი წიგნის კითხვა უკვე იმ ადამიანებსაც გვიჭირს, ვინც მთელი ცხოვრება ვკითხულობდით, აღარ ვსაუბრობ უკვე ახალ თაობაზე, რადგან კინდლში რომ კითხულობ და ეკრანს რომ მიეჩვიე, ეს ნატურალური წიგნის კითხვას ხელს მივეჩვიეთ სქროლვას და უკვე დიაგონალზე ვკითხულობთ ყველა, ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ წაკითხულის გააზრებას ვერ ასწრებ. ყოველდღე ცოტ-ცოტა კითხვა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, არა აუცილებლობითი ტონით, რაც ბუნებრივია, ნეგატივს იწვევს, კარგი იქნებოდა. ეს უნდა იყოს სასიამოვნო და არჩევითი, შეიძლება, ბავშვმა 1 გვერდი წაიკითხოს და ეს უკვე ძალიან კარგია“, - განგვიმარტა თამარ გაგოშიძემ.
ლურჯი სინათლის გამო ძილის დარღვევა იმდენად მწვავე პრობლემად გადაიქცა, რომ გამომცემლობა „პალიტრა L” -მა სპეციალური კამპანია #იკითხეძილისწინ დაიწყო, რომელში ჩართული ადამიანებიც ძილის გაუმჯობესებაზე იწყებენ ზრუნვას. ძილის ჰიგიენა ეს ერთგვარი რუტინაა, რომელიც დაძინებამდე უნდა დაიცვა და ელექტრონული მოწყობილობებისგან გათავისუფლებასაც გულისხმობს.
„იკითხე ძილის წინ“ კამპანიის მიზანია, კითხვის პოპულარიზაცია, სმარტფონის წიგნებით ჩანაცვლება, სტრესის შემცირება, შემეცნებითი უნარების გაზრდა, განწყობის ამაღლება.
გამომცემლობა „პალიტრა L” , ავეჯისა და აქსესუარების ბრენდი „ეშლი ჰოუმსთორი“ და სახლში სანებივრო სამოსის ბრენდი „ნინეა“ მოგამარაგებენ ყველაფრით, რაც მშვიდი ძილისთვის გჭირდებათ: საინტერესო ლიტერატურა, კომფორტული საწოლი და ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული სამოსი. ძილის წინ სოციალური ქსელებისგან, სხვა ადამიანების ცხოვრებისა და ნეგატიური ინფორმაციისგან ცოტა ხნით გათავისუფლება საშუალებას მოგცემთ, უფრო მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, კონცენტრირდეთ ისეთ საინტერესო აქტივობებზე, როგორიც კითხვა და შემეცნებაა და, ამავდროულად, „პალიტრა L“ -ის პარტნიორი ბრენდების დახმარებით ეს პროცესი გახადოთ იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ვინც 20 დეკემბრის ჩათვლით, გამომცემლობა „პალიტრა L - ის“ საიტიდან 100 ლარიდან ზემოთ ღირებულების წიგნებსა თუ აქსესუარებს შეიძენს, „ეშლი ჰოუმსთორისგან“ 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს.