ავტორი:

5 მიზეზი, რატომ უნდა გაიარო ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

5 მიზეზი, რატომ უნდა გაიარო ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გადაწყვეტილება როგორც დამწყები, ისე მოქმედი მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საკუთარ თავში ჩადებული ეს ინვესტიცია სამომავლო წარმატებისთვის შეიძლება გადამწყვეტიც იყოს, რადგან მოქმედი, მსხვილი კომპანიების მენეჯერების გამოცდილების გაზიარება, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სრულყოფილი და თანამედროვე განათლების მიღება და სხვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რასაც სწორად შედგენილი პროგრამა გვაძლევს, კონკურენტუნარიან პროფესიონალად გვაყალიბებს.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის შერჩევისას, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რამდენად გვექნება პრაქტიკული ცოდნის მიღების გადაწყვეტილება და იმ ლიტერატურაზე წვდომა, რომლითაც დღეს წამყვანი უნივერსიტეტები ასწავლიან.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“, რომელიც MBA პროგრამით დღეს საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, განგვიმარტეს, რომ ნეთვორქინგ სესიებისა და პანელური დისკუსიების, TOP კომპანიების აღმასრულებელ მენეჯერებთან შეხვედრის, პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისა და ინოვაციური მიდგომების გარეშე, აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის გავლა სტუდენტებისთვის ნაკლებად პროდუქტიული იქნება.

„პრაქტიკული კომპონენტი, რა თქმა უნდა, ყველა სფეროში მნიშვნელოვანია და მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირებაშიც, რადგან ჩვენს ცოდნას ვაშენებთ გამოცდილებაზე, შეცდომებზე, წარმატებაზე, რომელიც კონკრეტულ სფეროში უკვე არსებობს. ამ ყველაფერს კი ჩვენთან სტუდენტებს პირველი პირიდან უზიარებენ Top კომპანიების მენეჯერები, რომლებმაც წარმატებული ბიზნესი შექმნეს. ასევე, მაგისტრანტებს ვასწავლით პროექტებისა და ბიზნესპროცესების მართვის თანამედროვე ხელსაწყოებს, გლობალურ სტრატეგიულ მართვას, ინოვაციების მენეჯმენტისა და მეწარმეობის სტანდარტებს, გვაქვს საკონსულტაციო საათები ფინანსების, ბიზნესსამართლისა და მეწარმეობის მიმართულებით. რაც მთავარია, BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამას HRCI-ს საერთაშორისო აკრედიტაცია აქვს მიღებული,“ - განგვიმარტეს უნივერსიტეტში.

აქვე, BTU გვიზიარებს 5 მიზეზს, რატომ უნდა გავიაროთ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა:

ინოვაციური იდეების უკეთ განხორციელების შესაძლებლობა

ისე, როგორც არასდროს, ახლა ჩვენს ქვეყანაში სტარტაპის დაწყება ერთ-ერთი ტრენდული მიმართულებაა. სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პროცესში კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული, სწორედ ამიტომ ინოვაციების კომპონენტი მან MBA-შიც შეიტანა.

თუ საკუთარი სტარტაპის შექმნის იდეა გაქვს, თუმცა გაკლია კომპანიის მართვისთვის საჭირო მენეჯერული უნარები, მათ შეძენაში სწორედ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა დაგეხმარება.

კავშირების შეძენის შესაძლებლობა

TOP მეჯერებთან პირდაპირი კომუნიკაცია, მათგან სწავლა და მათი გამოცდილების გაზიარება, დაგეხმარება, შეიძინო კავშირები, რომელიც მომავალში დასაქმებაში გამოგადგება. კავშირები ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევებისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელიც გაინტერესებს.

ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტების ანაზღაურება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია

MBA-ის პროგრამის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის. ბიზნესის ადმინისტირირების მაგისტრთა შემოსავალი საკმაოდ მაღალია, ვინაიდან არსებობს ისეთი წამყვანი პოზიციები წამყვან კომპანიებში, სადაც დასაქმებისთვის MBA-ს პროგრამის კურსდამთავრებული უნდა იყოთ.

QS Jobs & Salary Report-ის მიხედვით, 2019 წლისთვის MBA-ს პროგრამის კურსდამთავრებულების წლიური ანაზღაურება ასეთი იყო: აშშ - 102,100$, კანადა - 99,800$, ავსტრალია - 98,400$, სინგაპური - 82,400$, დიდი ბრიტანეთი - 92,400$, გერმანია 77,200$, საფრანგეთი - 98, 500$, იტალია - 86,500$.

აღსანიშნავია, რომ TOP მენეჯერის პოზიცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია საქართველოშიც.

სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობა

ბიზნესის ადმინისტრირების კურსდამთავრებულისთვის შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა. თავისი ცოდნით მას შეუძლია, თავად შექმნას სტარტაპი, გახდეს რომელიმე უკვე წარმატებული კომპანიის TOP მენეჯერი და ხელი შეუწყოს მის კიდევ უფრო გაფართოებას, გახდეს მარკეტინგის ან PR მენეჯერი და სხვა.

MBA იმდენად მრავალმხრივია, რომ მის ფარგლებში მიღებული ცოდნა შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერ სფეროში მაღალ მენეჯერულ რგოლზე მუშაობისას. მთავარია, ის უნარები და ცოდნა, რომელიც წარმატებულ მმართველად გაქცევს.

მოთხოვნა დასაქმების ბაზარზე

ადამიანები ყოველთვის გააგრძელებენ ეკონომიკურ აქტივობას: იქნება ეს ბიზნესის დაწყება თუ მისი შეცვლა და ამის პარალელურად დასჭირდებათ კრეატიული, ინოვაციური, სიღრმისეული ცოდნის მქონე მენეჯერი, რომელიც კომპანიას წარმატების მიღწევაში დაეხმარება და ეს ადამიანი შეიძლება სწორედ თქვენ იყოთ.

რაც უფრო მეტად ვითარდება სამყარო, უფრო მაღალია მოთხოვნა TOP მენეჯერებზე, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეობაც პირდაპირ ასოცირდება ხოლმე წარმატებულ კომპანიებთან.

მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საშუალებას გვაძლევს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბრაგაჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიპლომიც ავიღოთ, რაც თვალსაწიერის კიდევ უფრო გაფართოებაში დაგვეხმარება.

BTU-ს აკრედიტებული MBA-ს სამაგისტრო პროგრამის საფასური 2250 ლარია, რაც მისი ხარისხისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, საკმაოდ კონკურენტულია, შესაძლებლობები კი, რასაც უნივერსიტეტი მოგცემთ, ქართული რეალობისთვის ახალი და კიდევ უფრო საინტერესოა.

MBA-ს სამაგისტრო პროგრამითა და უფასო გადამზადების კურსებით დაინტერესებულებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.