"პრაიმტაიმის" დამფუძნებელი და "რუსთავი 2“-ის მმართველი დირექტორი თაკო ფხაკაძე კოვიდპანდემიასა და ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს. თავად სრულად ვაქცინირებულია და "ბუსტერდოზის“ გაკეთებასაც გეგმავს. ამბობს, რომ ვაქცინებთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები ლეგიტიმურია, თუმცა საკუთარი და გარშემომყოფთა სიცოცხლის დაცვის ამოცანის წინაშე ასეთი კითხვები არარელევანტურია. "ვაქცინირებული ვარ და "ბუსტერდოზასაც“ ვიკეთებ მალე. ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია. სრულიად ლეგიტიმურია ვაქცინებთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები, მაგრამ ვინაიდან მე მაქვს პასუხისმგებლობა ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებთან, ჩემი ოჯახის წევრებთან, ორსულებთან, ასაკოვან ადამიანებთან, ჩემთვის ამ კითხვების რელევანტურობა ცოტა სუსტდება და, პირველ რიგში, დგება ამოცანა, რომ აუცილებლად უნდა ავიცრა, რომ დავიცვა საკუთარი თავი, ჩემ გარშემო ყველა და არ დავაყენო ისინი საფრთხის წინაშე. რაც პანდემია მძვინვარებს, უბრალოდ, ვაცქინაციის გარდა სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ",- ამბობს თაკო ფხაკაძე.
თაკო ფხაკაძე ვაქცინაციის ეფექტიანობაში საკუთარი ოჯახის მაგალითზე დარწმუნდა. როგორც იგი ყვება, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდინფიცირებულ მეუღლესთან მთელ ოჯახს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა, არცერთი მათგანი არ დაინფიცირებულა, რადგან ყველანი სრულად ვაქცინირებული არიან. "კოვიდპანდემიამ აბსოლუტურად ყველა სფერო დააზარალა, რაც ეს "მწვანე პასპორტები" ამოქმედდა, სადმე შესულს რომ მეკითხებიან, მაქვს თუ არა "მწვანე სტატუსი", თავს დაცულად ვგრძნობ. განცდა მაქვს, რომ გარემო, რომელშიც ვარ, შედარებით უსაფრთხოა. რა თქმა უნდა, ეს დაცვაც 100%-ით არ არის გარანტირებული, მაგრამ გვქონდა ოჯახში პრეცედენტი, რომ ჩემს მეუღლეს, რომელიც ვაქცინირებულია, შეხვდა კოვიდი. მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტი გვქონდა, ჩემს ორსულ შვილს, პატარა შვილიშვილებს, მეც - არავის არ გადაგვედო, რადგან აცრილები ვიყავით. ეს პირადი გამოცდილება გაძლევ სიმის განცდას, რომ ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ამ საშინელებისგან თავის დაღწევა, აცრაა“,- აღნიშნავს ფხაკაძე.
თაკო ფხაკაძე საზოგადოებას მოუწოდებს და სთხოვს, რომ აიცრან, რადგან მძიმე ეპიდვითარების დასაძლევად და ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად სხვა გამოსავალი არ არსებობს. "აუცილებლად მოვუწოდებ და ვთხოვ, უბრალოდ, ყველას, რომ აიცრან. კიდევ ერთხელ ვამბობ, მესმის, რომ არსებობს შიშები, მაგრამ ალტერნატივა რა არის? არაფერი არ არსებობს. ყოველდღე, დილით, ვხსნით სოციალურ ქსელებს და ვკითხულობთ, ეს გარდაიცვალა , ის გარდაიცვალა, ორსული გარდაიცვალა. მერე უკვე გიჩნდება კითხვა - იყო თუ არა აცრილი და იგებ, რომ არა, არ იყო ვაქცინირებული. ძალიან ხშირად ასევე გვესმის, რომ იღუპებიან ის ადამიანებიც, ვისაც ანტივაქსერული განწყობები ჰქონდა, ნიშნის მოგებით კი არ ვამბობ, უბრალოდ, ძალიან ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო. მგონია, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ წუთას, სანამ არ ვიცით, რა გველის, რა ვირუსია, მისი განვითარების მუტაციის შესახებ, ერთადერთი, რაც გვიცავს, სტატისტიკამ აჩვენა, რომ არის ვაქცინაცია",- ამბობს თაკო ფხაკაძე.
(R)