SpaceX-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ილონ მასკი მხოლოდ თავისი საქმიანობით არ იპყრობს საზოგადოების ყურადღებას, ხშირად ის მედიის ფურცლებზე ექსცენტრიკული ქმედებების, პირადი ცხოვრებისა, თუ სტილის გამო ხვდება.
მაგალითად, ბოლოს ილონმა პაპარაცების ყურადღება ეპატაჟური ვარცხნილობით მიიპყრო.
პაპარაცებმა ის მაიამიში, სპორტდარბაზთან შენიშნეს. ფოტოები ჯერ მედიაში და შემდეგ უკვე სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და მათ არაერთი კომენტარი მოჰყვა.
ზოგიერთი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ახალმა ვარცხნილობამ გაახალისა, ზოგმა მოუწონა ახალი სტილი, ზოგის აზრით კი, შესაძლოა, მალე ასეთი ვარცხნილობა მასკის გავლენით, მოდაში დამკვიდრდეს.
"დაძინება მსურდა, მაგრამ ვერ ვიძინებ, რადგანაც უბრალოდ სიცილს ვერ ვწყვეტ, როცა ილონის ახალ ვარცხნილობას ვხედავ.“
"ამ ვარცხნილობის გამო მასკს გადასახადები გაუზარდეთ.“
"ნეტავ სარკეში ჩაიხედა? იცის რომ ასეთი ვარცხნილობა აქვს?“
"ილონ, გვითხარი, რამდენი გადაუხადე სტილისტს", - წერენ სოციალურ ქსელში მასკის ფოტოების კომენტარებში.
ცნობისთვის, კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელი, განაგრძობს კომპანიაში საკუთარი წილის შემცირებას. საკუთარ კომპანიაში. მან ნოემბრის დასაწყისიდან ამ დრომდე 11 მლრდ დოლარის ღირებულების აქცია გაყიდა.
ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიის SEC-ი ინფორმაციით, ბოლოს მასკმა 934 ათასი ცალი აქცია გაყიდა.