ქუთაისში, 3 თვის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკა "ბომონდის" "ფეისბუქ" გვერდზე აქვეყნებენ.
"პატარა ნიკოლმა “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრის პედიატრიულ დეპარტამენტში კორონავირუსი დაამარცხა.
ნიკოლი 3 თვის არის. პატარა “კლინიკა ბომონდში” დაიბადა", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
“კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად დავტოვეთ აქაურობა. მადლობა მთელ განყოფილებას,” - -ამბობს ნიკოლის დედა ანა გიორგაძე.