ავტორი:

რატომ უნდა ავირჩიოთ DevOps-ის სამაგისტრო პროგრამა და რა ცოდნას მოგვცემს ის?

რატომ უნდა ავირჩიოთ DevOps-ის სამაგისტრო პროგრამა და რა ცოდნას მოგვცემს ის?

ინფორმაციული სისტემების მართვა-DevOps ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც რეგიონში მხოლოდ ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, BTU-ში ისწავლება.

რას გულისხმობს DevOps-ის სამაგისტრო პროგრამა? - ნერთვორქინგ სესიებსა და პანელურ დისკუსიებს, შეხვედრებს TOP კომპანიების CTO-ებთან ანუ ინფორმაციული სისტემების მართვის აღმასრულებელ მენეჯერებთან, ორი მიმართულების Developers და Operations-ის სინთეზს, ბიზნესპროცესების ავტომატიზაციასა და გამარტივებას, Amazon Web Services-ისგან მინიჭებული საერთაშორისო სერტიფიცირების ხარჯზე მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის გამოცდილების გაიზარებას, IT პროექტების მართვას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ტექნოლოგიური პროექტების კოლაბორაციულ მართვას იგივე Agile-ს, ციფრული პროდუქტების მართვის თანამედროვე მიდგომების შესწავლას, ღრუბლოვანი სისტემების სწავლას და პორტუგალიის წამყვან უნივერსიტეტებში გაცვლით პროგრამას.

აღწერილი მრავალფეროვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც მხოლოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გთავაზობთ, საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია პროგრამულ ინჟინერიაში, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობაა.

როგორც BTU-ს პროგრამაშია განმარტებული, DevOps-ის მიზანია, მომზადდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამული ინჟინერიის, ავტომატიზაციის სისტემების, ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნის და აქტუალური უნარების მქონე საქართველოს და უცხოეთის განათლების და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალი, რომელიც იქნება პროფესიულ განვითარებასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაზე ორიენტირებული და შეძლებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების თავისუფლად გამოყენებას, მაღალტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებისა და სწორი დაგეგმვის შედეგად სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას და ცვლილებების მოთხოვნებზე სწრაფ რეაგირებას, კომპანიის IT-ის სტრუქტურის შექმნასა და მართვას, მომხმარებელთა მხარდაჭერას და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ამაღლებას, არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრანსფორმაციას, სხვადასხვა პროცესის დაგეგმვას, მართვასა და შეფასებას, ასევე, ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტების ინიცირებასა და დანერგვას.

აღნიშნულ შესაძლებლობებს უცხოურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილი BTU-ს სამაგისტრო პროგრამა შეგიქმნით. ის დაგეხმარებათ, გამოიმუშაოთ უნარები, რომელიც ცოდნის პრაქტიკაში დასანერგად დაგჭირდებათ.

„ინფორმაციული სისტემების მართვა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მიმართულებად მიიჩნევა და ის საქართველოშიც საკმაოდ მოთხოვნადია, თუმცა აქამდე არ არსებობდა აკრედიტებული სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მოგცემდა ასეთ სრულყოფილ ცოდნასა და ამის დამადასტურებელ დოკუმენტს. ჩვენ წამყვანი სპეციალისტების დახმარებით შევქმენით DevOps, რომლის მიმართაც დაინტერესება სულ უფრო იზრდება. იმედი გვაქვს, რომ ამ მომავლის პროფესიას კიდევ უფრო მეტი სტუდენტი აირჩევს“, - განგვიმარტეს ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, სტაჟირება გაიარონ წამყვან კომპანიებში და შეხვდნენ ინდუსტრიის ლიდერებს.

BTU-ს აკრედიტებული DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის საფასური 2950 ლარია, რაც კურსის საერთაშორისო ფასებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია.

DevOps-ის სამაგისტრო პროგრამითა და უფასო გადამზადების კურსებით დაინტერესებულებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

R