საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ხშირად იპყრობს საზოგადოების ყურადღებას ჩაცმის სტილით.
ამჯერად სოციალურ ქსელებში პოპულარულია ფოტო, სადაც ალასანიას ქურქი აცვია. ამ სამოსით გამოჩნდა ის ჟურნალისტებთან, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისვლის დროს.
აღნიშნული ქურქი პოპულარულს ჩინურ ვებგვერდზე, "ტაობაოზე“ 2580 ჩინურ იუანად იყიდება, რაც დაახლოებით 410 დოლარია.
სავარაუდოდ, ქურქი ხელოვნური ბეწვისაა.
სამოსი NAGA-ს ლიმიტირებული კოლექციიდანაა.