ავტორი:

"ზურაბ ზვიადაურს ეს რეაგირება რომ არ მოეხდინა, არც მე ვიდგებოდი დღეს აქ, არც ზურა იქნებოდა ცოცხალი" - რას იხსენებს ჯაბა ჯანგირაშვილი?

"ზურაბ ზვიადაურს ეს რეაგირება რომ არ მოეხდინა, არც მე ვიდგებოდი დღეს აქ, არც ზურა იქნებოდა ცოცხალი" - რას იხსენებს ჯაბა ჯანგირაშვილი?

მინდა ყველმა იცოდეს, ზურაბ ზვიადაურს ეს რეაგირება რომ არ გაეკეთებინა, არც მე ვიდგებოდი დღეს აქ, არც ზურა იქნებოდა ცოცხალი და ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა, - ამის შესახებ წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ჯაბა ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომელიც იარაღის უკანონოდ ფლობაზეა ბრალდებული.

ჯანგირაშვილის თქმით, ზვიადაური შემთხვევის ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა.

"მთელმა საქართველომ რაც იცის, იცის შეცდომით. კონფლიქტი რაზეც მოხდა, ჩემი პირადული იყო. ზურა სულ შემთხვევით მოვიდა, ზვიადი იყო ჩემი ძმაკაცი და ჩემთან იყო, ერთი წუთის მოსული იყო ზურა, კონფლიქტი რომ დაიწყო. უსამართლოდ ვიცემე და ამიტომ მჭირდებოდა, ზურა შემთხვევით მოვიდა, დამირეკა, სად ხარ, ზვიადს ვურეკავ და არ მპასუხობსო და ვუთხარი სად ვიყავი. მინდა, ყველმა იცოდეს, ზურას, რომ ეს რეაგირება არ გაეკეთებინა, არც მე არ ვიდგებოდი დღეს აქ, არც ზურა იქნებოდა ცოცხალი და ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა. მე მქონდა იარაღი, გაფორმებული მქონდა ტარების უფლებით და მანქანაში მქონდა. ჩვენ მიმართ გამიზნული სროლა იყო, ყველას გვესროდა“, - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

მისივე თქმით, კონფლიქტის დაწყების მიზეზი უმნიშვნელო იყო და ის სამშენებლო მასალებს უკავშირდებოდა. ჯანგირაშვილის თქმითვე, ზვიადაურები სამშენებლო ბიზნესის წილში არ ყოფილან.

"მინდა ყველამ იცოდეს, ლაპარაკობენ - ზვიადაურები წილში იყვნენო, არაფერში არ ყოფილან, ჩემს გვერდით იდგნენ", - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

ცნობისთვის, მკვლელობა სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის, 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ყოფილ პარლამენტარს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს იარაღის დაუდევრად შენახვას.