ავტორი:

"ჩვენი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენა ძალიან უცხოაო, მეკაიფებით?" - კახა კალაძე ლილე ლიპარტელიანს

"ჩვენი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენა ძალიან უცხოაო, მეკაიფებით?" - კახა კალაძე ლილე ლიპარტელიანს

"ქალბატონო ლილე, ცოტა არაკორექტული შეკითხვა მაქვს - მეკაიფებით?" - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლილე ლიპარტელიანს.

აღნიშნული რეპლიკა, სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ პოლემიკას მოჰყვა.

"ბატონო, კახი სრულიად გულწრფელად გეუბნებით და თქვენი ლექსიკით გამოჩნდა ვინ ვის ეკაიფება და კარგით რა, ბატონო კახი, რა გჭირთ ტო“, - უპასუხა ლილე ლიპარტელიანმა.

კამათის დროს დედაქალაქის მერმა "ნაციონალურ მოძრაობას“ ბოროტების სიმბოლო უწოდა.

"ქალბატონი ლილე გამოდის და გვეუბნება, რომ ჩვენი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენა არის ძალიან უცხო, არასდროს გაგვიკეთებია, არასდროს გვიკადრიაო. ბიჭო, თქვე დალოცვილებო, 2012 წლამდე, რასაც ქართველ ხალხს კადრებით, რასაც აკეთებდით, იყავით ბოროტების სიმბოლო, აუბედურებდით, ანადგურებდით ოჯახებს, 10 ათასობით ადამიანი დაკავებული გყავდათ. ათასობით ბიზნესმენს ყოველ ღამე ციხეებში აფორმებინებდით ბიზნესს, ოჯახებს აუბედურებდით, ახალგაზრდებს ანადგურებდით, როგორ არ გრცხვენიათ საერთოდ“, - მიმართა კალაძემ ლიპარტელიანს.

კალაძის თქმით, მათ ყველანაირი ზღვარი წაშალეს და წითელი ხაზი გადაკვეთეს და არჩევნებზე საზოგადოების მხრიდან მიიღეს პასუხი, ისინი არიან უმცირესობაში და ყოველთვის ასე გაგრძელდება.

"ქართველი ხალხისგან გექნებათ ყოველთვის პასუხი: "არა“, - განაცხადა კალაძემ.