ავტორი:

"ბარიერთან დაკავშირებით ვართ მართლები, მოსამართლეებთან დაკავშირებით ვართ მართლები, ყველაფერთან დაკავშირებით ვართ მართლები" - ირაკლი კობახიძე

"ბარიერთან დაკავშირებით ვართ მართლები, მოსამართლეებთან დაკავშირებით ვართ მართლები, ყველაფერთან დაკავშირებით ვართ მართლები" - ირაკლი კობახიძე

"პირველად საქართველოს ისტორიაში დავამკვიდრეთ აბსოლუტურად სამართლიანი საარჩევნო სისტემა. სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა თავისი სამართლიანი 5%-იანი ბარიერით." - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუყებლის ეთერში გააკეთა.

კობახიძემ უპასუხა გადაცემა "თავისუფალი ხედვის" წამყვანის კითხვას ელჩების განცხადებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თუ მათი მხრიდან გაკეთდება უსამართლო განცხადებები, " იქნება სათანადო პასუხი".

"ბარიერთან დაკავშირებით ვართ მართლები, მოსამართლეებთან დაკავშირებით ვართ მართლები, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ვართ მართლები. ყველაფერთან დაკავშირებით ვართ მართლები. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარია სიმართლე. თუ იქნება უსამართლო განცხადება, რა თქმა უნდა, ჩვენგან კიდევ ერთხელ იქნება სათანადო პასუხი. ჩვენ [აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების განცხადებების] სისწორე გვაინტერესებს. სადაც იქნება ობიექტური კრიტიკა, იქ ჩვენ აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში გავყვებით ამ კრიტიკას. მაგრამ თუ მიგვაჩნია, რომ კრიტიკას არ აქვს ობიექტური საფუძველი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებული ვართ რომ ამას საჯაროდ გამოვეხმაუროთ." - განაცხადა კობახიძემ