ავტორი:

"თუ ადამიანი სამსახურში თავს უბედურად გრძნობს, უნდა წავიდეს" - პრინცი ჰარი

"თუ ადამიანი სამსახურში თავს უბედურად გრძნობს, უნდა წავიდეს" -  პრინცი ჰარი

პრინცი ჰარი, რომელიც ახლა პროფესიონალური ქოუჩინგის და ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპანიაში, BetterUp-ში მუშაობს, ბოლო ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ ადამიანი სამსახურში თავს უბედურად გრძნობს, უნდა წავიდეს. დიდი ბრიტანეთის პრინცის აზრით, ასე მოქცევა, ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებით ეფექტს მოახდენს. ჰარი გვირჩევს, რომ ყოველთვის ის საქმე ვაკეთოთ, რომელიც გვაბედნიერებს.

Fast Company-სთან ინტერვიუში მან ისიც თქვა, რომ პანდემიის ფონზე სამსახურის დატოვება, "არც ისეთი ცუდია.“ იგი ამბობს, რომ თვითშემეცნებას, ცვლილებების საჭიროებაც ახლავს თან.

ბრიტანული სამეფო ოჯახის უკვე ყოფილმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც პანდემიის დროს სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, კულტურულ ცვლილებებს უწყობენ ხელს.

"შეიძლება გარეგნულად ისე ჩანდეს, თითქოს ამ ბოლო რამდენიმე წელმა წამოსწია ეს საკითხები წინა პლანზე, მაგრამ რეალურად, ისინი დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა: ჩვენ ფსიქოლოგიური გამოღვიძების საწყის ეტაპზე ვართ.“ - ამბობს ჰარი.

"თვითერზე" ბევრი დადებითად შეხვდა პრინცი ჰარის მოსაზრებებს: "ნებისმიერ რამეს, რაც ჩვენს ფსიქიკაზე ცუდ გავლენას ახდენს, უნდა შევეშვათ,“ "სრულიად ვეთანხმები, ტოქსიკური გარემოს დატოვება ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა", - წერენ სოციალურ ქსელში.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა