ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კეკელიძე წერს, ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ჟანა ქვათაძე გარდაიცვალა.
"მთელი ბიბლიოთეკა შეძრულია. მოულოდნელად გარდაგვეცვალა ქართველოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ჟანა ქვათაძე. წუხელ ვისაუბრეთ, ერთმანეთს იმედები გავუცვალეთ. და აი, დღეს... " - წერია კეკელიძის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.