ავტორი:

აფეთქების ხმა და ბიძგები, რომელიც თბილისში იგრძნეს, სავარაუდოდ, ვაზიანში მიმდინარე გეგმურ სწავლებას უკავშირდება

აფეთქების ხმა და ბიძგები, რომელიც თბილისში იგრძნეს, სავარაუდოდ, ვაზიანში მიმდინარე გეგმურ სწავლებას უკავშირდება

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ აფეთქების მსგავსი ხმა და ბიძგები, რომელიც თბილისის მოსახლეობამ იგრძნო, შესაძლოა, ვაზიანში მიმდინარე გეგმურ სწავლებას უკავშირდებოდეს.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში თბილისის სხვადასხვა უბნიდან მოქალაქეები წერენ, რომ ბიძგები საკმაოდ ძლიერი იყო. მოქალაქეები ვარაუდობდნენ, რომ ძლიერი ბიძგები მიწისძვრამ გამოიწვია, თუმცა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ მიწისძვრა არ მომხდარა.