ავტორი:

პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი, 50%-მდე ფასდაკლება და უამრავი სიურპრიზი- არ გამოტოვო Kontakt Home-ის საზეიმო გახსნა თბილისში!

პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი, 50%-მდე ფასდაკლება და უამრავი სიურპრიზი- არ გამოტოვო Kontakt Home-ის საზეიმო გახსნა თბილისში!

წინა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია საჩუქრების, სახლის ლამაზი ნივთებისა და ახალი ტექნიკის შეძენის თემა. ძალიან მალე, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ერთ სივრცეში იხილოს ელექტრონიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ტექსტილის ყველაზე დიდი ასორტიმენტი, თანაც - საუკეთესო ფასად! 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი, მაღაზია Kontakt Home მხოლოდ გლობალური ბრენდების პროდუქციას წარმოგიდგენთ, მათ შორის: Samsung, Apple, LG, Bosch, Toshiba, Electrolux, Huawei, Braun, Delonghi, Gorenje, Hisense, Beko, Lenovo, HP, Realme, Sony, Panasonic, BQ, Sonorous, Elari, Thomas, Beurer, Hoffmann, Madam Coco და ა.შ.

ყველაფერი თქვენი სახლისთვის, ერთ სივრცეში

ჭკვიანი გაჯეტების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ტექსტილის შესაძენად აღარ მოგიწევთ შორს გამგზავრება და ბევრი სიარული. დიდ და ნათელ მაღაზიაში 20 000-ზე მეტი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი დაგხვდებათ. Kontakt Home-ში ნებისმიერი ადამიანი შეძლებს იპოვოს ის, რაც სჭირდება: ციფრული ტექნიკა; დიდი და პატარა საყოფაცხოვრებო ტექნიკა; სკუტერები; სეგვეი და სხვა ტიპის ტრანსპორტი თუ ტექსტილი.

აქ შოპინგი ნამდვილ გართობად იქცევა, რადგან კომპანია მომხმარებლებს კომფორტულ და მხიარულ გარემოს შესთავაზებს. მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება საბავშვო ზონა, სადაც თქვენი პატარები სახის მოხატვას შეძლებენ და მათ გართობაზე საყვარელი სუპერგმირები იზრუნებენ. გასართობ ზონაში უფროსებსაც არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი ელის: ყავის მოხატვის მასტერკლასი, სახალისო შეჯიბრი და გათამაშებები ზღაპრულ გარემოს შეგიქმნით.

50%-მდე ფასდაკლება, განვადების შესაძლებლობა და სუპერ სიახლეები!

ერთ-ერთი ლიდერი რითეილ-ქსელის Kontakt Home-ს ისტორია მომხმარებლებთან ერთად დაიწყო, რადგან მათი სურვილები და საჭიროებები კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს. Kontakt Home-ის სლოგანია: „კონტაქტი გაბედნიერებს“, მთავარი მისია - მიაწოდოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება მომხმარებლის ბიუჯეტიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.

უმსხვილესი მაღაზიათა ქსელი მუდამ ანებივრებს თავის მომხმარებელს სიურპრიზებით. აქ შეგიძლიათ მარტივად შეიძინოთ საყვარელი, გლობალური ბრენდების პროდუქტები.

3 წლიანი გარანტიის გარდა, მოქმედებს შემდეგი პირობაც: თუ მომხმარებელი სხვა ოფიციალურ ქსელებში ანალოგიურ პროდუქტზე უკეთეს შეთავაზებას იპოვის, Kontakt Home მას სხვაობის 120%-ს დაუბრუნებს!

არ გამოტოვო საზეიმო გახსნა

Kontakt Home-ს საზეიმო გახსნა თბილისის გულში, 10 დეკემბერს, 17:00 საათზე სავაჭრო ცენტრ Tbilisi Central-ის მე-2 სართულზე გაიმართება. მომხმარებელს სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სახალისო შეჯიბრი, ბევრი გართობა, ფასდაკლებები, ბონუსები და საჩუქრები ელის. შეგიძლიათ გახსნას მთელ ოჯახთან ერთად დაესწროთ.

ამასთან ერთად, სტუმრებს შეეძლებათ დაესწრონ პროფესიონალი ბარისტას მასტერკლასს, მონაწილეობა მიიღონ მხიარულ და საჩუქრებით სავსე გათამაშებასა და კულინარიულ შეჯიბრში, სადაც ცნობად სახეებთან ერთად, ვიზიტორებიც ცდიან ბედს.

გახსნაზე დასწრება ბავშვთან ერთადაც შეგეძლებათ, რადგან მათ მხიარულ განწყობაზე, სპეციალურად მოწყობილ საბავშვო ზონაში იზრუნებენ. ცერემონიალის სტუმრები ასევე სამახსოვრო ფოტოების და გიფების გადაღებასაც შეძლებენ.

დაგეგმილი აქტივობების, კონკურსისა და ფასდაკლების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ სიახლეებს ჩვენს ინსტაგრამის გვერდზე, ან დარეკეთ ქოლ ცენტრში *6060 ნებისმიერი კითხვისთვის.

დეტალებისთვის ეწვიეთ Instagram გვერდს.

ასევე Facebook გვერდს

R