თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მზადაა, რუსეთ - უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტად შუამავლის როლი შეასრულოს.
მან იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში დაძაბულობა შემცირდება და სიტუაცია დასტაბილურდება.
"ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ დიალოგის არხის ჩამოყალიბებას. ორივე მხარის თანხმობით, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მხარდაჭერა ფასილიტაციაში, მედიაციაში ან ნებისმიერ სხვა სასურველ ფორმატში. ჩვენ უყოყმანოდ გავაკეთებთ ყველაფერს რეგიონის მშვიდობისთვის“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეო კონფერენციის ფორმატში შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინასთან დაკავშირებით არსებული დაძაბულობა იყო.