ავტორი:

"დღეს ჩვენი თანამშრომელი გარდაიცვალა. აი, ასე უბრალოდ, "ადგა და გარდაიცვალა" - რას წერს გიორგი კეკელიძე

"დღეს ჩვენი თანამშრომელი გარდაიცვალა. აი, ასე უბრალოდ, "ადგა და გარდაიცვალა" - რას წერს გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე, საკუთარი თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშრებით სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს. როგორც კეკელიძე "ფეისბუქში" წერს, სიტყვები "გავუფრთხილდეთ ერთმანეთს" ჰკიდია წარუმატებელი რეკლამის ბანერივით, რომელსაც მხოლოდ ვხედავთ და არასდროს ვითვალისწინებთ.

"დღეს ჩვენი თანამშრომელი გარდაიცვალა. აი, ასე უბრალოდ, "ადგა და გარდაიცვალა"უცაბედად. საოცარი ქალი.და ჩვენ დავიწყეთ გლოვის კვალად, ერთმანეთისთვის იმის შეხსენება, რომ ცხოვრება წუთისოფელია, რომ სანამ ცოცხლები ვართ, უნდა გავუღიმოთ ერთმანეთს, უნდა შევუნდოთ და შევეხიდოთ. ამას ვამბობდით და უკან, ნელ-ნელა და ცინიკურად იზრდებოდა ხვალინდელი დღის ჩრდილი. იმ დღის, როცა ისევ დავიწყებთ ერთმანეთის ჯიჯგნას, უბოდიშობას, უპატიებლობას. რადგან ეს უფრო გვსიამოვნებს. რადგან ადამიანის ადამიანურობა ჯერაც ამას უფრო ნიშნავს და შეხსენება "გავუფრთხილდეთ ერთმანეთს" წარუმატებელი რეკლამის ბანერივით ჰკიდია - მხოლოდ ვხედავთ და არასდროს ვითვალისწინებთ." - წერს გიორგი კეკელიძე