ავტორი:

"სისუსტის გამო ხვალ, დიდი ალბათობით ვერ დავესწრები პროცესს" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

"სისუსტის გამო ხვალ, დიდი ალბათობით ვერ დავესწრები პროცესს" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით ხვალინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.

მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულის მიზეზად სისუსტეს ასახელებს.

“მადლობა ჟურნალისტებს თავდადებისთვის და სიცივეში დგომისთვის. გორი 4-ჯერ უფრო ცივია, ვიდრე თბილისი. გატყობინებთ, რომ ხვალ სისუსტის გამო დიდი ალბათობით ვერ დავესწრები პროცესს, (ძალიან ადრე რომ არ ადგეთ). იმედია პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა“, - წერს სააკაშვილი წერილში, რომელიც გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიას გადასცა.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს გაიმართება.