ავტორი:

"სააკაშვილის აქტიურ როლს მომავალ ქართულ პოლიტიკაში, ვერ ვხედავ, მგონი, თვითონაც ასე ფიქრობს"- ბადრი ჯაფარიძე

"სააკაშვილის აქტიურ როლს მომავალ ქართულ პოლიტიკაში, ვერ ვხედავ, მგონი, თვითონაც ასე ფიქრობს"- ბადრი ჯაფარიძე

"მე სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ სააკაშვილის აქტიურ როლს მომავალ ქართულ პოლიტიკაში და მგონი თვითონაც, ყოველ შემთხვევაში განცხადებები ამას ადასტურებს" - ამის შესახებ "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძემ გადაცემაში "ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ გამართული მოლაპარაკებები გაიხსენა, სადაც როგორც თავად ამბობს, "ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე თანახმა იყო ერთი პირობით, რომ ცვლილებები გენერალური პროკურორის დანიშვნას არ უნდა შეხებოდა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, თუ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული არ იქნება, გამოდის, რომ "ოცნებამ“ ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააცურა.

"ჩვენ შევთანხმდით "ქართულ ოცნებასთან“ მას შემდეგ, რაც ისინი გამოვიდნენ შარლ მიშელის დოკუმენტიდან. მათ მოითხოვეს შეხვედრა, ამ შეხვედრას ესწრებოდა "ლელო“, "სტრატეგია აღმაშენებლის” ფრაქცია, ლევან იოსელიანი, "ნაციონალური მოძრაობა“ და "გირჩის“ წარმომადგენლობა. ეს იყო დემარშის შემდგომ, მათ თქვეს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ჩანაწერს როგორც არის და რაც მივიღეთ პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოღონდ იმ პირობით, თუ ამოღებული იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის შესახებ ცვლილებები. ეს თქვა "ოცნებამ“ და იქ ესწრებოდა ძალიან ბევრი ადამიანი, თქვეს, რომ ეს არის სულელური შესწორება, სულელური უწოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. პრაქტიკულად არჩევანის წინაშე დაგვაყენეს, ან ეთანხმებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას პროპორციულ არჩევნებთან მიმართებაში და უარს ამბობთ გენერალური პროკურორის დანიშვნის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. დავთანხმდით, სხვა არჩევანი არ გვქონდა, გამოდის რომ გაგვაცურეს. ახლა უნდათ თქვან, რომ გაგაცურეთ კიდევ ერთხელ. იქ დაგითანხმეთ. რაზეც ჩვენ შევთანხმდით კიდევ ერთხელ ახლა ამის გადახედვა უნდათ.

რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნასთან საკონსტიტუციო ცვლილებებს კავშირი არ აქვს. ჩაატარონ, შევთანხმდეთ და გადავდოთ საკონსტიტუციო ცვლილებები პრობლემა არ არის, მაგრამ ნუ იქნება მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ მოგვატყუონ. თუ "ქართული ოცნება“ იტყვის, რომ არ ვიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს ამ სისტემით, მე პირდაპირ გეტყვით, რომ მხარს დავუჭერ ასეთ დამატებით შეთანხმებას.

ჩვენ მზად ვართ, ჩვენი კომპეტენცია მოვახმაროთ პრობლემების გადაჭრას, მაგრამ არანაირ სურვილს არ ვხედავთ მეორე მხრიდან. კობახიძე ამბობს, რომ მე არავინ არ მჭირდება, მაშინ რატომ უკვირს, რომ არავინ არ საუბრობს მათთან კოალიციურ ურთიერთობაზე. ეს არის პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება? ეს სავაჭრო საგნად თუ გადაიქცევა, 5%-იანი, 4%-იანი ბარიერი, ჩვენ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ. თუ იქნება 5%, იყოს 5%. არ არის პრობლემა, ჩვენ მოვძებნით გზებს იმისათვის, რომ ეს გადავლახოთ და გაცილებით მეტი მივიღოთ, მაგრამ თუკი ვთანხმდებით ამდენი სუბიექტი, სიტყვა თქვა და ახლა უნდა რომ ეს სიტყვა გატეხოს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.