ავტორი:

"მადლობა სალომე ზურაბიშვილს... " - რას წერს ვლადიმერ ზელენსკი

"მადლობა სალომე ზურაბიშვილს... " - რას წერს ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის უკრაინის მხარდამჭერი განცხადების გამო.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ასოცირებული სამეულის ქვეყნებისთვის ევროკავშირის მომავალი უცვლელია.

"მადლობა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის მტკიცე განცხადებისთვის. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ სანდო პარტნიორებით. "ასოცირებული სამეულის", ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის ევროკავშირის მომავალი უცვლელია. ჩვენ ვემზადებით ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის", - წერს ზელენსკი "ტვიერზე".

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი მეგობარი და ევროკავშირის ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნის საზღვართან შექმნილ საგანგაშო ვითარებას და ხელახლა დავადასტურო უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა და ერთგულება; მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, რომელთანაც გვაახლოებს ისტორიული მეგობრობა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბჭოთა წარსულის დაძლევის, ახალი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის და ევროპული ინტეგრაციის გზა. მჯერა, რომ უკრაინა გაუძლებს არსებულ დაძაბულობას და საფრთხეს და საკუთარ არჩეულ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს. მჯერა, ასევე, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ყველას ინტერესშია", - აღნიშნულია ზურაბიშვილის განცხადებაში.