ავტორი:

ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მამამ მოკლა - აჭარაში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მამამ მოკლა - აჭარაში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში შუა ხნის მამაკაცმა ცოლი და შვილი ნაჯახით, მძინარეები მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

მოკლულები არიან დედა გულვარდი ფუტკარაძე და შვილი ლევან საგინაძე. ოჯახში კიდევ ორი ადამიანი ცხოვრობდა, მამაკაცის 82 წლის დედა და 24 წლის გოგო შვილი. მათ თავს გაქცევით უშველეს.

"მათ მიმართ არ ჰქონია მცდელობა, სავარაუდოდ ოჯახი თემურის ჯანმრთელობის მდგომარეობას მალავდა, რადგან ის არ იყო აღრიცხული, თუ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ადგილზე სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები იყვნენ, სხვას ვერაფერს გეტყვით",- აცხადებს რწმუნებული.

ნუგზარ აბაშიძე, სოფელ ჭარნალის რწმუნებული:

"ეს ტრაგედია საგინაძეების ოჯახში წუხელ დატრიალდა. თემურ საგინაძემ მკვლელობა ჩაიდინა, რის შედეგადაც გარდაიცვალნენ მისი მეუღლე გულვარდ ფუტკარაძე და 30 წლის ვაჟი - ლევან საგინაძე. მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. მოტივზე ვერაფერს გეტყვით. ის ვიცი, რომ ოჯახი დადებითად ხასიათდება, პატიოსანი, კეთილსინდისიერი და მშრომელი ხალხია. ყველანი გაოცებული ვართ...

ადგილზე ითქვა, რომ ამ კაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონია და ფსიქოტროპულ წამალს ღებულობდა. მე დილის 6 საათზე დამიკავშირდნენ და როცა მივედი, ადგილზე უკვე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციელები იყვნენ. მკვლელობის დროს ოჯახში ასევე ბებია და თემურის მეორე შვილი - ქეთი იმყოფებოდნენ, ისინი გადარჩნენ" - აღნიშნა რწმუნებულმა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

მთავარ ფოტოზე: მოკლული ლევან საგინაძე