ავტორი:

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, კლინიკაში "ბუსტერის" გაკეთებაზე რიგებია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, კლინიკაში "ბუსტერის" გაკეთებაზე რიგებია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აცრის მსურველთა რიცხვი გაიზარდა და რიგებიც არის. გოფოძეს თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით მძიმე ვითარებაა და საქართველო კვლავ დგას დიდი საფრთხეების წინაშე.

“ჩვენთან ბოლო ხანებში ძალიან მოიმატა აცრების რაოდენობამ, მათ შორის, „ბუსტერების“ მსურველთა რაოდენობამაც. ჩემი კლინიკის მაგალითზე გეტყვით, რომ უკვე რიგებია „ბუსტერის“ გაკეთებაზე და საერთოდ ვაქცინაციაზე, რაც ძალიან მიხარია, რაც უფრო გაფართოვდება ეს პროცესი, რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის, რომ დღეში რამდენიმე ათასი ადამიანი აცრას.

რაც შეეხება ეპიდვითარებას ჩვენს ქვეყანაში ჯერ ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა. მძიმე ეპიდვითარებაა, როდესაც კორონავირუსის 3 000 მეტი დადასტურებული შემთხვევაა დღეში, ამას თუ დავამატებთ გარდაცვლილთა რაოდენობას, მივხვდებით, რომ ისევ ვდგავართ ძალიან დიდი საფრთხეების წინაშე. სტატისტიკურად დადგენილია, რომ მძიმე პაციენტების 99% არის არავაქცინირებული, ამიტომ ვეცადოთ ავიცრათ და გადავარჩინოთ ერთმანეთი”, - განაცხადა გოფოძემ.