ავტორი:

"რაღაცაში გაერკვიეთ, მართლა და მართლა, საბავშვო ბაღი ხომ არ არის?!" - მამუკა ხაზარაძე პროკურორს

"რაღაცაში გაერკვიეთ, მართლა და მართლა, საბავშვო ბაღი ხომ არ არის?!" - მამუკა ხაზარაძე პროკურორს

"რაღაცაში გაერკვიეთ, მართლა და მართლა, რა საბავშვო ბაღი ხომ არ არის?!" - ასე მიმართა პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილს “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით იკითხება ერთ-ერთი ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც პროკურორმა კონკრეტულ კაპიტალთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა. ბადრი ჯაფარიძის შემდეგ პასუხის გაცემა მამუკა ხაზარაძემაც მოისურვა, რასაც მასსა და პროკურორს შორის მცირე კამათი მოჰყვა.

“არ იცი-მეთქი, არც უნდა ჩაიარო და გაიარო ბანკის გვერდზე. უსმენს თავის თავს რას ლაპარაკობს?!”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პროკურორის მისამართით.

მოსამართლე გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძეს მიუთითა, რომ ამ ფორმით ჩართვა ყოვლად მიუღებელია.

“მესმის ბატონო მოსამართლე, მაგრამ რაღაც ზღვარი ხომ არსებობს, უცოდინრობის”, - აღნიშნა ხაზარაძემ.

“მშვენივრად მიდოდა სხდომა, რა გჭირთ?”- აღნიშნა მოსამართლემ, რა დროსაც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განმარტა, რომ “დიახ, მიდიოდა, სანამ მამუკა ხაზარაძე ჩაერეოდა, გადმოდის ჩხუბზე, შეურაცხყოფაზე”.

ამასათან, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ პროკურორის მისამართით სხდომაზე აღნიშნა, რომ “საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის, სასამართლო პოროცესია”, ამ შემთხვევაში, პროკურორის განათლებას არ გულისხმობდა, არამედ გულისხმობდა იმას, რომ მან “საბანკო საქმეებზე არ უნდა იმუშაოს.