საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ლეგენდარული მოცეკვავის და ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ფრიდონ სულაბერიძეს ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფრიდონ სულაბერიძემ მთელი ცხოვრება კულტურული ტრადიციების აღორძინებასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ფრიდონ სულაბერიძის საიუბილეო კონცერტზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახი კალაძე და ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მეუღლეებთან ერთად.