ავტორი:

"ყველაზე დიდი რისკი ცივილიზაციისა ისაა, რომ ადამიანები საკმარისად ბევრ შვილს არ აჩენენ... დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები" - ილონ მასკი

"ყველაზე დიდი რისკი ცივილიზაციისა ისაა, რომ ადამიანები საკმარისად ბევრ შვილს არ აჩენენ... დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები" - ილონ მასკი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის აზრით, ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ ადამიანები საკმარისად ბევრ შვილს არ აჩენენ.

კომპანია Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა Wall Street Journal-ის მიერ გამართულ ყოველწლიურ საბჭოზე, სადაც სხვადასხვა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორები იკრიბებიან, განაცხადა, რომ მსოფლიოში არ არიან საკმარისი ადამიანები.

"ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი რისკი ცივილიზაციისა არის დაბალი შობადობა და შობადობის მაჩვენებლის კლება წლიდან წლამდე.

და მაინც, ამდენი ადამიანი, მათ შორის ჭკვიანებიც ფიქრობენ, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანია და თვლიან, რომ პოპულაცია უკონტროლოდ იზრდება, რეალური სურათი კი საპირისპიროა.

გთხოვთ შეხედეთ ციფრებს - თუ ადამიანები არ გააჩენენ უფრო მეტ შვილებს, ცივილიზაცია განადგურდება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“, - ამბობს მასკი.

ის ციფრებში გულისხმობდა პანდემიის დროს შობადობის შემცირებას. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში შობადობის მაჩვენებელი 2019-2020 წლებში 4 პროცენტით დაეცა, რაც ბოლო 50 წელიწადში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ცნობისთვის, თავად ილონ მასკს ხუთი შვილი ჰყავს.