ავტორი:

"შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმე ქართული მედიის სირცხვილია - ზაფრავდნენ ხალხს და ამას ხელს უწყობდა მარიამ ჯიშკარიანი" - პაპუაშვილი

"შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმე ქართული მედიის სირცხვილია - ზაფრავდნენ ხალხს და ამას ხელს უწყობდა მარიამ ჯიშკარიანი" - პაპუაშვილი

შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმე არის ქართული მედიის სირცხვილი - ზაფრავდნენ საზოგადოებას და ამას ხელს უწყობდა მარიამ ჯიშკარიანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებას და აღნიშნა, რომ მას სააკაშვილი აბსურდული ინფორმაციების გავრცელებისთვის იყენებს.

"რაც შეეხება "ემპათიას" და მარიამ ჯიშკარიანს, ჩვენ ის გვახსოვს სხვა საქმეებიდანაც, გვახსოვს შაქარაშვილის, ბაჩალიაშვილის საქმეში, ეს გახლავთ ორგანიზაცია, ადამიანი, რომელიც ყველანაირად უმაგრებდა ხოლმე არგუმენტებს იმ ფანტასმაგორიულ თეორიებს, რომელიც მაშინ გვესმოდა. ეს ორი საქმე - შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის, არის ქართული მედიის სირცხვილი, ქართული ჟურნალისტიკის საერთოდ. მაშინ ჩვენს მოსახლეობას, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ტყუილები მოუყვა. ზაფრავდნენ საზოგადოებას, ოჯახის წევრებს და ამ ტყუილების გამოგონებას ხელს უწყობდა მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც საექსპერტო მოსაზრებებით ამბობდა, რომ შაქარაშვილის გარდაცვალება დადგა უფრო გვიან, ვიდრე ეს გამოძიებით იყო დადგენილი და ა.შ. ყველანაირად იყენებდა იმას, რომ მის ორგანიზაციას აქვს საექსპერტო მიმართულება და ვითომ საექსპერტო მოსაზრებით ცრუ მონაცემებს ავრცელებდა. სხვათა შორის, ის თავად არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და ეს დიდი ალბათობით არის სამედიცინო ეთიკის დარღვევაც, როცა ხდება ოჯახის, საზოგადოების დაზაფვრა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობს ერთ რამეს და ობიექტური კონსილიუმისგან გვესმის სხვა რამ. ის გახლავთ ფიგურა, რომელსაც იყენებს მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ ყველანაირი აბსურდული ვერსია გაამყაროს”, - განაცხადა პაპუაშვილმა.