ავტორი:

აჭარის ტურისტული პროდუქტების წარმოსაჩენად საიმიჯო ფოტობაზის განახლება მიმდინარეობს

აჭარის ტურისტული პროდუქტების წარმოსაჩენად საიმიჯო ფოტობაზის განახლება მიმდინარეობს

რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების წარმოჩენის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საიმიჯო ფოტობაზას ანახლებს. ფოტოგადაღებებში ორი ცნობილი ფოტოგრაფია ჩართული, რაც ერთის მხრივ აჭარის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულების წარმოჩენას, მეორეს მხრივ კი აჭარული სამზარეულოს პოპულარიზაციას ემსახურება.

აჭარული სუფრისა და გასტრონომიის გადაღებებისას ფოტოგრაფის ობიექტივში 15-მდე აჭარული კერძი, ავთენტურ გარემოში გაშლილი ქართული სუფრა, თევზის ნატურმორტი, მანდარინობის რთველი და თევზაობის პროცესი მოხვდა. მასზე ფოტოგრაფი ირმა შარიქაძე მუშაობდა.

რეგიონის სარეკლამო-საიმიჯო ფოტოგადაღებისას, რომელზეც ზურა ქართველიშვილი მუშაობს, აქცენტი აჭარის სამთო, საზღვაო, ეკო და სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტებზე გაკეთდა. გადაღებები ბათუმში, ბოტანიკურ ბაღში, რეგიონის ეროვნულ პარკებსა და აჭარის ტურისტულად აქტიურ სოფლებში ივლისიდან მიმდინარეობს. განახლებული საიმიჯო ფოტოებით აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო მედიასაშუალებებსა და ონლაინ პლატფორმებზე 2022 წლიდან იგეგმება.

NS