ავტორი:

"რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?" - კახა კალაძე ერიკა ოლსონზე

"რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?" - კახა კალაძე ერიკა ოლსონზე

"რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?" - ამის დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, ერიკა ოლსონის კრიტიკულ განცხადებასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და დასძინა, რომ არ იცის ვის შეხვდა ეს ადამიანი და რა განცხადებებს აკეთებს.

ცნობისთვის, ერიკა ოლსონის თქმით, ამერიკას აწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს.

"მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა და სურთ იხილონ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა ერიკა ოლსონმა.