ავტორი:

"ასეთი ჩემი შვილი არ მახსოვს, სულ მოძრაობაში იყო და რა გააჩერებდა, ახლა რაღაც სულ ლოგინისკენ უჭირავს თვალი"- გიული ალასანია

"ასეთი ჩემი შვილი არ მახსოვს, სულ მოძრაობაში იყო და რა გააჩერებდა, ახლა რაღაც სულ ლოგინისკენ უჭირავს თვალი"- გიული ალასანია

"ასეთი ჩემი შვილი მე არ მახსოვს, სულ მოძრაობაში იყო და რა გააჩერებდა, ახლა რაღაც სულ ლოგინისკენ უჭირავს თვალი" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მისი შვილს სჭირდება სათანადო რეაბილიტაცია და შესაძლოა ექიმები ამას გამოუცდელობის გამო ვერ უზრუნველყოფენ, რადგან 50-დღიანი შიმშილობის ბევრ შემთხვევას არ შეხვედრიან.

"იგივე მდგომარეობაა, ხან ზის, ხან წევს, ასეა სულ. გუშინ, მე რომ წამოვედი, ასეთი განწყობა ჰქონდა, რომ დილას როგორც იქნება იმის მიხედვით მიიღებდა გადაწვეტილებას და მერე გავიგე, რომ შეუტყობინებია, ვერ წავალ [სასამართლოში] სისუსტის გამოო, ვერ მოვახერხეო მითხრა და უყურა თუ არა ეგ არ ვიცი."

აშკარად სუსტადაა, მიზეზი რა არის ამ სისუსტის, არ ვიცი. კარგად რომ არ არის, ამას მე ვხედავ და დანარჩენი ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ. ნამდვილად არ არის კარგად, ღონე არ აქვს ადამიანს აშკარად, იმიტომ, რომ ასეთი ჩემი შვილი მე არ მახსოვს, სულ მოძრაობაში იყო და რა გააჩერებდა, ახლა რაღაც სულ ლოგინისკენ უჭირავს თვალი. ჯერჯერობით, მე რომ მკითხოთ, გადაყვანა თუ იქნება, მხოლოდ უნდა იყოს სადმე ნორმალურ კლინიკაში, იმიტომ, რომ ნამდვილად სჭირდება ადამიანს რეაბილიტაცია, ჩემი შთაბეჭდილება ასეთია. არ ვიცი, როგორ მკურნალობენ აქ, მე ხომ ვერ შევაფასებ, მე ერთადერთი შემიძლია რასაც ვხედავ იმის მიხედვით ვიმსჯელო და რასაც ვხედავ მაინც და მაინც არ მომწონს. ვხედავ, რომ სჭირდება სერიოზული რეაბილიტაცია, შეიძლება არ ჰყოფნით ამ ექიმებს ამისი გამოცდილება, 50-დღიანი შიმშილობა რა ვიცი რამდენი ჰქონდათ ასეთი შემთხვევაა, ამას სპეციფიური მკურნალობა სჭირდება, ალბათ,“- განაცხადა გიული ალასანიამ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ისევ აქვს ხალხისა და მათი აქტიურობის იმედი.

"მისი სურვილია, რომ აქ უნდა იყოს და აქ უნდა მოიკლას თავი ამ ქვეყნისთვის, კი ბატონო, მე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ამ ეტაპზე ვხედავ, რომ იმისთვის, რომ ასეთი ენერგიით განაგრძოს საქმიანობა, სჭირდება რეაბილიტაცია“, - განაცხადა გიული ალასანიამ.